თუ საახალწლო საჩუქარი ჯერ არ შეგირჩევია, ადრესატი კი კანის მოვლის ნამდვილი ენთუზიასტია, PSP-ში პრემიუმ ბრენდებისა და სასაჩუქრე ნაკრებების ფართო არჩევანი დაგხვდება, რაც მთავარია, წლის ყველაზე დიდი ფასდაკლებით!
PSP-ს ფილიალებსა და ონლაინ პროდუქციის შერჩეულ 70%-მდე ფასდაკლება ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საუკეთესო საჩუქრებს ყველაზე მისაღებ ფასად შეარჩევთ.
გთავაზობთ 5 სასაჩუქრე იდეას, მათ შორის პრემიუმ ბრენდებიდან, რომელსაც ფასდაკლებით 50 ლარამდე ბიუჯეტით შეიძენთ:

1.ეკვილიბრას ზამთრის სადღესასწაულო ნაკრები
„იტალიური არდადეგები“ - ასე ეწოდება ნაკრებს, რომელსაც PSP-ში 66.95 ლარის ნაცვლად სულ 33.48 ლარად შეიძენთ.
იტალიური ბრენდის, „ეკვილიბრას“ სადღესასწაულო შეფუთვაშია ალოეს ხელის კრემი დამატენიანებელი და დამამშვიდებელი მოქმედებით, შიის ხელის კრემი, რომელიც ღრმად კვებას კან და ჰიალურონის მჟავის შემცველი ვარდის ხელის კრემი დამატენიანებელი და დამარბილებელი მოქმედებით.
პროდუქტების შეფუთვა და სურნელი მართლაც იტალიით შთაგაგონებთ. კომპაქტური კოსმეტიკის ჩანთა კი იდეალურია ყოველდღიურობისთვის ან სამოგზაუროდ.

2.ლირენეს დასაბანი და დამატენიანებელი ნაკრები
პოლონური ბრენდის, „ლირენეს“ ეს ნაკრევუ მოიცავს ორ პროდუქტს, სახის გამწმენდსა და დამატენიანებელს, რომელიც იდეალურია ზამთრის ცივი დღეებისთვის, აუმჯობესებს კანის ტონუსსა და ელასტიკურობას, განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის.
ნაკრებს 44.85 ლარის ნაცვლად 22.43 ლარად შეიძენთ.

3.ჰესკოტი და აივორი - ტანის ნაკრები
„ჰესკოტი და აივორი“ ბრიტანული ბრენდია, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხის, ნატურალურ ინგრედიენტებზე პროდუქციითა და ულამაზესი შეფუთვებით, რომელიც თქვენს ადრესატს გულგრილს არ დატოვებს.
აბაზანის ნაკრების შემადგენლობაშია - ტანის დასაბანი და დამატენიანებელი გელები, ხელის პირსახოცი. პროდუქტები მოთავსებულია ულამაზეს მეტალის ყუთში.

4.თიოლოჯის სახის მოვლის ნაკრები
„თიოლოჯი“ იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომლის თავის მოვლის საშუალებები მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა. ბრენდი გვთავაზობს თავის მოვლისა და კვების ინდუსტრიაში 2025 წლის ერთ-ერთი მთავარი ტენდენციის, მატჩას ექსტრაქტზე დამზადებულ პროდუქტებს.
ნაკრები: შემადგენლობაშია:
სასაჩუქრე ნაკრებზე მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება და 89 ლარის ნაცვლად 44.50 ლარად შეიძენთ.

5.SVR-ის სასაჩუქრე ნაკრები აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის
ფრანგული პრემიუმ ბრენდის, SVR-ის თავის მოვლის ეს ნაკრები, რომლის შემადგენლობაშიც დამატენიანებელი და დასაბანი საშუალებებია, იდეალურია მათთვის, ვინც აკნეს მედიკამენტურად მკურნალობს.
პროდუქტები არის არაკომედოგენური და მათი გამოყენება შესაძლებელია მკურნალობის დასრულების შემდეგ, განსაკუთრებით ცივ სეზონებზე, როცა კანის ბუნებრივი დამცავი ბარიერი მარტივად ირღვევა.
ჩვენ მიერ შემოთავაზებული და სხვა სასაჩუქრე ნაკრებები აღმოაჩინეთPSP-ს ვებგვერდზედა გაუკეთეთ საჩუქარი საკუთარ თავს ან საყვარელ ადამიანებს.
R