27-28 დეკემბერს "პალიტრა L-ისა" და "ბიბლუსისგან" განსაკუთრებული შეთავაზება გელოდებათ - მშობლები

27-28 დეკემბერს "პალიტრა L-ისა" და "ბიბლუსისგან" განსაკუთრებული შეთავაზება გელოდებათ

2025-12-25 14:08:25+04:00

წლის ყველაზე განსაკუთრებული შეთავაზება "ბიბლუსისა" და "პალიტრა L-ისგან" - კოლაბორაციის ფარგლებში 27-28 დეკემბერს, მხოლოდ "ბიბლუსის" ფილიალებში სიურპრიზები დაგხვდებათ:

შაბათს, 27 დეკემბერს, 10:00-დან 14:00 საათამდე, შეიძინეთ ახალი საკითხავი და მიიღეთ საახალწლო საჩუქარი. შეარჩიეთ ბავშვებისა და უფროსებისთვის განკუთვნილი ხუთი წიგნიდან ნებისმიერი და დასაჩუქრდით საახალწლო აქსესუარებით, სათამაშოებითა და დეკორატიული ნაძვის ხით. შეთავაზებით სარგებლობა შეგიძლიათ "ბიბლუსის" ხუთ ფილიალში:

  • ვაკის პარკის "ბიბლუსი" (არჩილ მიშველაძის #4);
  • "ბიბლუსი" გალერი ჩაის სახლი (ილია ჭავჭავაძის #2);
  • "ბიბლუსი" გალერეა (სიმონ კანდელაკის #7);
  • ქუთაისი, "ბიბლუსი" გალერეა (რუსთაველის #4);
  • ბათუმი, "ბიბლუსი" გალერეა (აბაშიძისა და ვაჟა-ფშაველას კვეთა 52/16).

biblusi-2-1766657413.jpg

რაც შეეხება წიგნების სიას, გიზიარებთ ჩამონათვალს საიდანაც შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი წიგნი დამიიღოთ საჩუქარი:

  1. "კუპატას თავგადასავალი" - გიორგი კეკელიძე
  2. "მაკნატუნა და თაგვების მეფის საშობაო ოინები" - ალექს ტ. სმიტი
  3. "ჩემი იისფერი ზღაპრები"
  4. "ბულბული" - კრისტიან ჰანა
  5. "ნება მიეცი მათ თეორია" - მელ რობინსი

საჩუქრებს შორის იქნება ახალი წლის ერთ-ერთი მთავარი აქსესუარი, მაკნატუნა, თოვლის ანგელოზი, დეკორატიული ნაძვის ხე ქოთანში და ა.შ.

ხოლო, 28 დეკემბერს, 10:00-დან 14:00 საათამდე, თბილისში, გაგარინის მოედნის "ბიბლუს გალერიაში" (სიმონ კანდელაკის #7) ბავშვების სამ ყველაზე საყვარელ სათამაშოს მხოლოდ 29 ლარად შეიძენთ!

biblusi-3-1766657457.jpg

სათამაშოებს შორისაა:

  • ხმოვანი თოვლის გუნდა
  • ხმოვანი ჟოზე და ჟოზეფინა
  • ხმოვანი ბასტი

არ გამოტოვოთ წლის საუკეთესო შეთავაზება "პალიტრა L-სგან", ესტუმრეთ "ბიბლუსის" ფილიალებს, შეხვდით 2026 წელს გამდიდრებული ბიბლიოთეკით, განაახლეთ საახალწლო დეკორაციები საუკეთესო ფასად და დაასაჩუქრეთ თქვენი პატარები ყველაზე კეთილი და საყვარელი გმირებით.

R