როგორი ამინდი იქნება ახალ წელს და წინასაახაალწლო დღეებში - ამინდის პროგნოზი - მშობლები

როგორი ამინდი იქნება ახალ წელს და წინასაახაალწლო დღეებში - ამინდის პროგნოზი

2025-12-25 16:10:50+04:00

ზამთრის სუსხი სულ უფრო მეტად იგრძნობა, მოსახლეობა კი ინტერესით ელოდება პასუხს კითხვაზე - შევხვდებით თუ არა ახალ წელს თოვლთან ერთად. წინასადღესასწაულო დღეები ყოველთვის განსაკუთრებულ მოლოდინებთანაა დაკავშირებული, ამინდის პროგნოზი კი ამ დროს გეგმების დაწყობისას ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია

Ambebi.ge დაუკავშირდა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსს,სვეტლანა ნიორაძეს,რომელმაც 31 დეკემბრის ჩათვლით მოსალოდნელი ამინდის დეტალური მიმოხილვა გაგვიზიარა

- ხვალ დილიდან, 26 დეკემბრიდან, საქართველოში ველოდებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებას. 26 და 27 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი: დაბლობში - წვიმის სახით, ხოლო მთაში და მაღალ მთაში - თოვლის სახით. ზოგან შესაძლოა ძლიერადაც მოთოვოს.

screenshot-2025-12-25-161242-1766664782.png

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ ნალექი იქნება უმეტესად თოვლის სახით; ბარში შესაძლოა აღინიშნოს თოვლჭყაპი, ზოგან წვიმა და ზოგან თოვლი. აი, ასეთი ამინდია მოსალოდნელი.

- ნალექი მთელი ეს დღეები გაგრძელდება?

- 28 დეკემბერს დღისით ამინდი ცოტა დაწყნარდება, თუმცა შემდგომში კვლავ განახლდება. 31 დეკემბრის ჩათვლით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, შენარჩუნდება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

განაგრძეთ კითხვა