„26 კვირის ვადაში დაიბადა და 480 გრამს იწონიდა... 6 თვის და 21 დღის შემდეგ გოგონამ კლინიკა დატოვა..." - თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკა პატარა გოგონას შესახებ წერს - მშობლები

„26 კვირის ვადაში დაიბადა და 480 გრამს იწონიდა... 6 თვის და 21 დღის შემდეგ გოგონამ კლინიკა დატოვა..." - თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკა პატარა გოგონას შესახებ წერს

2025-12-26 19:10:37+04:00
თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ამ საოცარი პატარას ამბავს აქვეყნებს:
თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური მეთვალყურეობის განყოფილების პროფესიონალთა გუნდის კიდევ ერთი გამარჯვება.
ახალშობილი გოგონა, რომელიც 2025 წლის ივლისში 26 კვირის ვადაში დაიბადა, იწონიდა 480 გრამს. კლინიკის პროფესიონალთა გუნდის თავდაუზოგავი შრომისა და დიდი ზრუნვის შედეგად, 6 თვის და 21 დღის შემდეგ გოგონამ კლინიკა კარგი ნევროლოგიური სტატუსით დატოვა.
ახალშობილი დედასთან ერთად სამაჩაბლოში დაბრუნდა. ორსული ქალბატონი სწორედ ცხინვალიდან იყო გადმოყვანილი წითელი ჯვრის კატასტროფის ცენტრის მიერ. დედა აქტიურად იყო ჩართული ბავშვის მოვლის პროცესში.
თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური მეთვალყურეობის განყოფილების პროფესიონალთა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დღენაკლული ახალშობილის ჯანმრთელობა 6 თვის განმავლობაში სწორად ემართა".
605317905-857123777293034-1767778487924534339-n-1766762595.jpg
605827603-857123770626368-5750888556605972072-n-1766762596.jpg605633944-857123823959696-5844920162963240656-n-1766762595.jpg