ქეთა თოფურია თავისი ახალი ტყისპირა სახლიდან საახალწლო ვიდეოს აქვეყნებს - მშობლები

ქეთა თოფურია თავისი ახალი ტყისპირა სახლიდან საახალწლო ვიდეოს აქვეყნებს

2025-12-27 19:01:08+04:00

მომღერალი და სამი შვილის დედა ქეთა თოფურია საახალწლოდ მორთული სახლის ვიდეოს აქვეყნებს. ვიდეოზე თავად არის სამივე შვილით, თუმცა უმცროსის - ნიკოლის სახეს ჯერჯერობით არ ასაჯაროებს. ასევე მალავდა დიდხანს ადამის სახეს.

keta2-1766848122.png

სამსართულიანი სახლი უშველებელი, დარბაზული მისაღებით, მთლიანად მორთულია საახალწლოდ.

როგორც ცნობილია, ქეთა ცოტა ხნის წინ გადავიდა ქალაქგარეთ კერძო სახლში. მან და მისმა ქმარმა ლევ დენგოვმა წამოიწყეს ეს მშენებლობა და ქეთას თქმით, რამდენიმე წელი დასჭირდა მშენებლობას და რემონტს. "საკმაოდ ბევრი "კვადრატია", არ ვიცი, რამდენი. ასე მგონია, რომ თითქმის ოთხი წალი ვაშენებდით", - ამბობს ქეთი.

ახალ სახლში ქეთიმ თავისი ოცნებებიც აისრულა და ეგზოტიკური ცხოველები იყიდა. აღიარა, რომ ბავშვობიდან ოცნებობდა ეგზოტიკურ ცხოველებზე, თუმცა მის შვილებს დიდად არ მოეწონათ. ეშინიათ უცხო ცხოველების და ვოლიერებიდან ვერ უშვებს. ვაჟმა საერთოდაც შესთავაზა, ზოოპარკს აჩუქეო. არადა, ამბობს, რომ ეგზოტიკური მაიმუნები საკმაოდ ძვირი დაუჯდა და მათი მოვლაც ძვირია. მეორე სახლშიც ჰყავს ცხოველები - იქ სამეფო დოგები, თეთრი ფარშავანგები, პონები, ქათმები, ბატები და კურდღლები ბინადრობენ.