მომღერალი ნინი ბადურაშვილი 40 წლის გახდა. იუბილეზე ის დედასთან - ეკა კახიანთან ერთად წავიდა და სახალისო ვიდეოც ჩაწერა მათ ასაკზე, რომელიც დედა-შვილს ნამდვილად არ ეტყობა.
მოგვიანებით დედა-შვილმა ერთად იმღერა იუბილესადმი მიძღვნილ წვეულებაზე, რომელსაც ნინის მეგობრები და კოლეგები ესწრებოდნენ.
ცნობილ ოჯახში დაბადებულ ნინის საზოგადოება ბავშვობიდან იცნობს. ნინი მსახიობების შვილიშვილია - დედის მხრიდან იმედა კახიანის, ხოლო მამის მხრიდან ლალი ბადურაშვილის, მომღერალი ეკა კახიანის და რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილის ქალიშვილი და ბავშვობიდან პოპულარული იყო. ნინის ცნობილი წინაპრებისგან გარეგნობაც ერგო მემკვიდრეობით და სიმღერის ნიჭიც, რამაც პოპულარობაში ხელი შეუწყო და პატარობიდან ვარსკვლავია.





ნინი ერთხელ იყო დაქორწინებული, თუმცა მისი ქორწინება წყალბურთელ ირაკლი კუტალაძესთან ხანმოკლე აღმოჩნდა. ამ ქორწინებიდან ჰყავს ნინის ქალიშვილი ელენე.


