ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანელ რჩეულს ხელი სთხოვა - ცნობილი ჩოგბურთელი მილოცვებს იღებს - მშობლები

ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანელ რჩეულს ხელი სთხოვა - ცნობილი ჩოგბურთელი მილოცვებს იღებს

2025-12-28 14:48:22+04:00

ცნობილმა ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა თავის რჩეულს, კარლოტა ელენას ხელი სთხოვა. ფოტოები ინსტაგრამზე გამოაქვეყნა და იქვე იღებს უამრავ მილოცვას მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან.

us-1766919505.jpg

us2-1766919506.jpg

ნიკოლოზი და კარლოტა 2020 წლიდან ერთად არიან. სწორედ ამ პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები ჩოგბურთელის წინააღმდეგ, რომელიც ყოფილმა ცოლმა, ნეკა დოროყაშვილმა ოჯახურ ძალადობაში ამხილა. ხმაურიანი გარჩევების პერიოდში კარლოტა ნიკოლოზის გვერდით იყო და აქტიურად უჭერდა მხარს. საბოლოოდ სააპელაციო სასამართლომ ბასილაშვილი, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში უდანაშაულოდ ცნო.

27956221141562110001523567706033926245681n-1766919689.jpg

კარლოტა ელენა გერმანელი სპორტსმენია. ისიც ყოფილი ჩოგბურთელია, თუმცა აქტიური კარიერა ტრავმის გამო დაასრულა და ახლა ნიკოლოზის ასისტენტი და მთავარი გულშემატკივარია.

nikoloz-basilashvili-1751009656-1766919812.png

basila-1766731412-1766919689.png

ნეკა დოროყაშვილი: ჩემი მეუღლე იყო პირველი მამაკაცი ჩემთვის. ვფიქრობდი, რომ თუ ოჯახს შექმნიდი, ის არასოდეს უნდა დაგენგრია