ცნობილი რუსი ჟურნალისტი 38 წლით უმცროს ქართველ ცოლს დაშორდა და მეექვსედ იქორწინა, 23 წლის გოგონაზე - მშობლები

ცნობილი რუსი ჟურნალისტი 38 წლით უმცროს ქართველ ცოლს დაშორდა და მეექვსედ იქორწინა, 23 წლის გოგონაზე

2025-12-29 09:29:22+04:00

რუსი ჟურნალისტი და რეჟისორი ალექსანდრ გორდონი, თავისი საქმიანობის გარდა იმით გახდა პოპულარული, რომ მართლა "ხელთათმანებივით იცვლის" ცოლებს. ყველა თვლიდა, რომ 2022 წელს მისი ბოლო ქორწინება შედგა. მისი მეხუთე ოფიციალური ცოლი მასზე 38 წლით უმცროსი წარმოშობით ქარველი გოგონა იყო, არფისტი სოფია კალანდაძე.

1500x900-0xac120003-16677391041652718729-1766986775.jpeg

emma-ray-ph-1766986817.jpg

ალექსანდრე გორდონი და სოფია კალანდაძე ერთმანეთს 2018 წელს შეხვდნენ, როდესაც გოგონა მხოლოდ 16 წლის იყო. სოფია, პიანისტ ბორის ბერეზოვსკის დისშვილი, ტელეწამყვანს ფესტივალზე გამოსვლისას ახლდა. 2022 წელს, 38 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, წყვილი ფარულად დაქორწინდა და მოგვიანებით ჯვარიც დაიწერეს. ქორწინებისას სოფია 20 წლის იყო და რუსული მედიის ცნობით, მისთვის ეს მეორე ქორწინებაა.

1011-1762409678-1766986775.jpg

gordon9-43411-1762409678-1766986775.jpeg

i-4-1766986775.jpgsonya-1762409678-1766986776.png

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ ქორწინებამაც ვერ გასტანა დიდხანს. 61 წლის გორდონმა ამჯერად 23 წლის მხატვარსა და ფოტოგრაფ ალინა მიხაილოვაზე შეაჩერა არჩევანი, რომელთან ერთადაც ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ პრემიერას დაესწრო.

original-3-1766986776.webp

ახლა კი წყვილმა ოფიციალურად იქორწინა.

original-1766986776.webp

original-1-1766986776.webporiginal-2-1766986776.webp

ეს გორდონის მეექვსე ქორწინებაა. მას ორი ვაჟი ჰყავს ყოფილ მეუღლესთან, მსახიობ ნოზანინ აბდულვასიევასთან, რომელიც მასზე 30 წლით უმცროსი იყო. ასევე ორი ქალიშვილი ჰყავს ტელეწამყვან მარინა ვერდნიკოვასთან და ჟურნალისტ ელენა პაშკოვასთან ურთიერთობებიდან.

სხვათა შორის, ასევე ქართველი იყო გორდონის მეორე ცოლი - მსახიობი ნანა კიკნაძე.

goddon2-43257-1762409678-1766986775.jpg

მოგვიანებით ნანა ყვებოდა, რომ გორდონი საკმაოდ მესაკუთრე და ეჭვიანი ქმარი იყო.

მედიაში იმასაც უსვამენ ხაზს, რომ გორდონი არ არის მდიდარი, მხოლოდ ერთი სახლი და ავტომანქანაა მის საკუთრებაში. შემოსავლის დიდ ნაწილს კი ალიმენტებში იხდის. ასე რომ, ქალები მას სიმდიდრის გამო არ მიჰყვებიან.