ცნობილი მზარეული, ალეკო ჯავაშვილი, გამომწერებს შოკოლადის კრემისა და სალათებისათვის სოუსის რეცეპტებს უზიარებს. ის საკუთარ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს და პროცესს დეტალურად ხნის:
- კრემია, შოკოლადი, შოკოლადის კარაქი თუ სხვა რამ - სახელი თქვენ დაარქვით. დღეს მართლაც რომ გაგახარებთ და თქვენს პატარებსაც ძალიან გავახარებ. დაივიწყებთ მაღაზიის გზას - ნახავთ, რატომ...
სულ ორი კვერცხი დაგვჭირდება. ავიღოთ ორი კვერცხის ცილა, ორი კოვზი შაქრის პუდრა. ორი კოვზი 50 გრამია. კაკაო, ორი კოვზი. ორი კოვზი 30 გრამია. დავამატოთ ვანილი, 150-160 გრამი ზეთი. თუ დამჭირდა, მაქსიმუმ, შეიძლება, 30-50 გრამი ზეთი დაიმატოს. შემდეგ ხელის ბლენდერით უნდა დავაბლენდეროთ.
შაქრისგან არ გამოდის. შაქრის პუდრა უნდა. ეს კრემი შეგიძლიათ, ტორტზე თავისუფლად დასვათ.
მივიღებთ შოკოლადს. გემო რომ განახათ, ღამე აღარ დაიძინებთ. სასწაული გემო აქვს. დათვლილი მაქვს - რაც ახლა ინგრედიენტები გამოვიყენე, მაქსიმუმ სამი ლარი დაგეხარჯებათ. 300 გრამ სუფთა მასას ვღებულობთ და არის სასწაული. არც მაცივარი უნდა, არც არაფერი.
ორი კვერცხის ცილა, ზეთი 150 გრამი, 1 სუფრის კოვზი შაქარი, 1 ჩაის კოვზი დიჟონის მდოგვი, შეგიძლიათ, ჩვეულებრივი მდოგვიც გამოიყენოთ, ნახევარი ლიმონი ჩავაწუროთ და 2 ჩაის კოვზი სოიოს სოუსი. ხელის ბლენდერით დავაბლენდეროთ. 30-50 გრამი ზეთი დავამატოთ. ძალიან უცხო გემო აქვს. ძვირი არ ჯდება. ნახავთ, რამდენ სალათას გაგიგემრიელებთ.