როგორ მოვიქცეთ, მცირე ჭრილობამ დიდი პრობლემა რომ არ შეგვიქმნას - მშობლები

როგორ მოვიქცეთ, მცირე ჭრილობამ დიდი პრობლემა რომ არ შეგვიქმნას

2025-12-29 14:15:35+04:00

პატარა ჭრილობები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია - თითოეული ადამიანი წელიწადში დაახლოებით 30 ასეთ დაზიანებას იღებს. თუმცა, რაც შეიძლება უმნიშვნელოდ ჩანდეს, რეალურად არცთუ ისე უსაფრთხოა. დაზიანებული კანიდან ორგანიზმში ადვილად აღწევს მიკრობები, რაც ინფიცირების რისკს ზრდის.

cece64c1-1576-46dd-88c1-b4063b3b8381-1767003226.jpg

დაუმუშავებელი ან არასწორად დამუშავებული ჭრილობა კი სამკურნალო საშუალებების მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმების გაჩენის საფრთხეს ქმნის.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ჭრილობის სწორი და დროული დამუშავება ისეთი მძლავრი, ეფექტური და კლინიკურად გამოცდილი ანტისეპტიკური საშუალებით, როგორიც არის ოქტიზი® (Octizy®).

გთავაზობთ ჭრილობებისა და ნაკაწრების მოვლის რეკომენდაციებს, რაშიც გერმანული ბრენდის - ოქტიზის® (Octizy®) სპრეი და გელი დაგეხმარებათ.

  • სანამ ნაკაწრს ან ჭრილობას შეეხებით, აუცილებლად დაიბანეთ ხელები საპნით;
  • შემდეგ დაზიანებული კანი ფრთხილად ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შეგიძლიათ გამოიყენოთ საპონიც, მაგრამ მხოლოდ ჭრილობის ან ნაკაწრის გარშემო, რათა თავიდან აიცილოთ დაზიანებული უბნის გაღიზიანება;
  • როგორც წესი, მცირე ჭრილობიდან სისხლი თავადვე წყდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მსუბუქი ზეწოლისთვის სტერილური საფენი გამოიყენოთ;
  • მომდევნო ეტაპი დაზიანებული ადგილის დამუშავებაა, რისთვისაც რეკომენდებულია გამოვიყენოთ თანამედროვე ანტისეპტიკური საშუალებაოქტიზის® სპრეი, რომელიც შეიცავს ორ კომპონენტს ურთიერთგამაძლიერებელი მოქმედებით - ოქტენიდინს და ფენოქსიეთანოლს.

ოქტიზის® სპრეი

  • 30 წამში სრულად ანადგურებს მიკრობებს - ბაქტერიებს, სოკოებს, სხვადასხვა ვირუსს;
  • გამჭვირვალეა, ამიტომ არ ტოვებს ლაქებს;
  • არ აღიზიანებს კანს და არ იწვევს ალერგიას;
  • აქვს გახანგრძლივებული მოქმედება - ეფექტი გრძელდება დატანიდან რამდენიმე საათი;
  • სპრეის ფორმატი და კომპაქტური ზომა კი საშუალებას გვაძლევს მარტივად ვატაროთ თან - ჯიბეში, ხელჩანთაში, ტრანსპორტში, ეზოში, ქუჩაში, აგარაკზე და საერთოდ ყველგან, სადაც კი ვფიქრობთ ჩვენი და ჩვენი ოჯახის უსაფრთხოებაზე.

c0c6ccf0-4a4d-415b-b55a-dc722f951fe9-1767003268.jpg

ჭრილობის მოვლის მომდევნო ეტაპია მის შეხორცებაზე ზრუნვა.ოქტიზის® გამჭვირვალე გელიატენიანებს ჭრილობას და უზრუნველყოფს სწრაფ შეხორცებას დისკომფორტის, დაჭიმულობის, ქავილის და ნაწიბურის გაჩენის გარეშე. ის ქმნის დამცავ ბარიერს და ხელს უშლის მიკრობების შეღწევას ორგანიზმში.

გელი შეგიძლიათ გამოიყენოთ სპრეით დამუშავების შემდეგ ან დამოუკიდებლად. იგი სწრაფად შრება და 1-2 წუთში უკვე შესაძლებელია ჭრილობის შეხვევა.

eec73ac8-e48e-4dee-b747-72c1bd3c80b0-1767003286.jpg

ოქტიზის სპრეი და გელი განსაკუთრებით გამოადგება მათ, ვისაც სჭირდება ეფექტური ანტისეპტიკური მოვლა ყოველდღიურ აქტივობებში, მაგალითად სპორტით და აქტიური ცხოვრებით დაკავებულ ადამიანებს.

გასათვალისწინებელია, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ოქტიზის გამოყენება მხოლოდ რამდენიმე დღით არის რეკომენდებული.

ჭრილობის მოვლა იწყება მარტივი ნაბიჯებით - ჰიგიენა, დაცვა და სწორი საშუალებების გამოყენება. როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება, ყურადღება და ზრუნვა ყოველთვის გადამწყვეტია.

R