ნუკი კოშკელიშვილმა რამდენიმე დღის წინ იმშობიარა მეორედ და პატარა შიოს დედა გახდა. დაპირებისამებრ, რამდენიმე ვლოგი გამოაქვეყნა მშობიარობაზე, ამერიკულ სამშობიარო პალატაზე და ასევე - ფორმებზე მშობიარობის მერე. ვიდეოში ის გვიჩვენებს სხეულს ორსულობამდე, მშობიარობის მეორე დილას და მეოთხე დღეს.
„ვიცი ბევრი გამაკრიტიკებს, მაგრამ მახსოვს, როგორ ვტიროდი, პირველი ბავშვი რომ გავაჩინე და დიდი მუცელი რომ მეგონა, მეორე დღეს გაქრებოდა…სოც ქსელები არ უნდა იყოს მხოლოდ გალამაზებული რეალობის ადგილი. მე არ ვუმალავ ჩემს გამომწერებს რეალობას და მინდა იცოდეთ, ჩემს გვერდზე გალამაზებულ სინამდვილეს ვერ ნახავთ. მე ვარ ქალი! და დიახ, ჩემი სხეული შეიცვალა! მე ვარ ბედნიერი და ჯანმრთელი, ესაა მთავარი...
სულ მოვიმატე 30 კგ".