ტოპ 10 წიგნი, რომელიც იდეალური საახალწლო საჩუქარი იქნება - მშობლები

ტოპ 10 წიგნი, რომელიც იდეალური საახალწლო საჩუქარი იქნება

2025-12-29 16:51:51+04:00

საახალწლო საჩუქრის შერჩევისას, როდესაც ადრესატის გემოვნებაში ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ ან იდეების ნაკლებობას განიცდით, წიგნი ყველაზე უნივერსალური და ღირებული გამოსავალია. ის არ არის მხოლოდ ნივთი, წიგნი სიმბოლოა ახალი თავგადასავლის, ცოდნისა და იმ სიმშვიდის, რომელიც ზამთრის ცივ საღამოებს ასე უხდება.

მაშინაც კი, თუ ზუსტად არ იცით, რა ჟანრს ანიჭებს უპირატესობას თქვენი ადრესატი, ლამაზად გაფორმებული საკოლექციო გამოცემა, შემეცნებითი ლიტერატურა ან თანამედროვე ბესტსელერი ყოველთვის გამოხატავს თქვენს პატივისცემასა და ინტელექტუალურ ყურადღებას. წიგნი ის საჩუქარია, რომელიც დროს უძლებს და მფლობელს საშუალებას აძლევს, წლის ყველაზე ჯადოსნურ პერიოდში ახალი სამყაროები აღმოაჩინოს.

რა ვაჩუქოთ ახალ წელს

რეზო გაბრიაძე - „ჩემი პატარა ქალაქი“

605981765-1814599155778879-5280792028078950525-n-1767012924.jpg

„რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ჩემი ცხოვრების ერთ პატარა კუნძულზე ვტრიალებ. ეს ქალაქი ქუთაისია. იქ სულ 17 წელი ვიცხოვრე, მერე კი წავედი სამყაროში სახეტიალოდ. მაგრამ, მაშინაც კი, როდესაც პარიზზე ვწერ, მაინც ქუთაისზე დაწერილი გამომდის. ქუთაისი ადრიატიკაა, ის უფრო ხმელთაშუაზღვისპირული ქალაქია, უფრო ლირიულია, რბილი, აქ უფრო იგრძნობა ბერძნული გავლენა. თბილისმა სხვა გზა გამოიარა. მასში სპარსეთიც იგრძნობა და ევროპაც. ქუთაისი უფრო მსუბუქი ქალაქია, ქუთაისელები მსუბუქად იღიმებიან, მსუბუქად ტირიან, მათი გრძნობები და ურთიერთობებიც უფრო მსუბუქია და იმ სამყაროშიც უფრო მსუბუქად მიდიან...“, – რეზო გაბრიაძე. წიგნი გაფორმებულია რეზო გაბრიაძის ნახატებით. კრებულში შესულია შემდეგი მოთხრობები: „შერეკილები“, „ქუთაისი ქალაქია“, „ექიმი და ავადმყოფი, ანუ აკრძალული შობა“, „ალილო“, „ერმონია და რამონა“, „თეთრი ხიდი“.

კრებული გაფორმებულია ავტორის ნახატებით და შესულია შემდეგი მოთხრობები:

  • შერეკილები
  • ქუთაისი ქალაქია
  • ექიმი და ავადმყოფი, ანუ აკრძალული შობა
  • ალილო
  • ერმონია და რამონა
  • თეთრი ხიდი

ვეფხისტყაოსანი

608868779-3111796309027620-5432262845090791027-n-1767012925.jpg

მოოქროვილი, ახალი უნიკალური ლიმიტირებული გამოცემა, დღემდე სრულიად უცნობი ორი ქართველი მხატვრის მიერ XIII საუკუნეში შესრულებული საერო აღმოსავლური მინიატურა - ე.წ. წერეთლისეული ნუსხა.

კულინარიის ოქროს წიგნი

კულინარიის ოქროს წიგნი მთელი მსოფლიოს კულინარიული გამოცდილების ერთიანობაა. წიგნში თავმოყრილი რეცეპტები სხვადასხვა ტრადიციის მქონე სამზარეულოების გემოსა და არომატს გაგრძნობინებთ. აქ ყველაფერია: ხორცის თუ თევზის კერძები, ნაირგვარი პასტა, უგემრიელესი დესერტი და, რაც მთავარია, ამ მართლაც ჯადოსნური წიგნის დახმარებით ყველაზე რთულ კულინარიულ კომბინაციებსაც კი უმარტივესად გაუმკლავდებით.

ვეფხისტყაოსანი დიდი მოოქროვილი

გამოცემას საფუძვლად დაედო შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავისადმი მიძღვნილი 1966 წლის საიუბილეო გამოცემის ტექსტი. "ვეფხისტყაოსანი" ყოველთვის იყო მხატვრების ყურადღების ცენტრში, მრავალ ცნობილ ქართველსა და უცხოელს შეუქმნია ამ ნაწარმოებისთვის შედევრები, მათგან ერთ-ერთი გამორჩეული მხატვრის, სერგო ქობულაძის, ილუსტრაციებს სწორედ ამ გამოცემაში შეხვდებით.

ქართული მოდა

607906359-1226849032644287-6060194579339946145-n-1767012925.jpg

თქვენ წინაშეა ქართული მოდის შესახებ ყველაზე სრული გამოცემა, რომელშიც შეჯერებულია ქართული სამოსის შესწავლის ვრცელი და საინტერესო ისტორია - ძველი სწავლულების თხზულებებიდან დაწყებული, თანამედროვე მეცნიერ - მკვლევართა ფუნდამენტური ნამუშევრებით დასრულებული. ძველ და ახალ კვლევებზე დაყრდნობით შეიქმნა ‘’ქართული მოდის“ წინამდებარე გამოცემა, რომელიც ამ სფეროს შესახებ მაქსიმალურად ამომწურავ წარმოდგენას შეგიქმნით.

ჰეკატე „ვარსკვლავური ტარო“

607408080-1631390478292786-4294751844108412659-n-1767012924.jpg

ვარსკვლავურ ტაროს ყუთში დაგხვდებათ ტაროს სრული დასტა და ინსტრუქციის წიგნი.

ღვინის დიდი ენციკლოპედია

გაიცანით სხვადასხვა ქვეყნის ვენახები და ღვინოები. ისწავლეთ ღვინის არჩევა, შენახვა, დეგუსტაცია და აღმოაჩინეთ: მეღვნეობის ქვეყნებისა და რეგიონების 38 რუკა. მსოფლიოს რეგიონებისა და ღვინოების 246 მონაცემთა სქემა, 600-ზე მეტი უნიკალური ფოტომასალა და ღვინის მოსვლის წლების ცხრილები ღვინის დიდ ენციკლოპედიაშია თავმოყრილი.

შოკოლადის ოქროს წიგნი

საუკეთესო დესერტები, ღვეზლები, ტარტები, მაფინები, კექსები, პუდინგები, კრემები, ტორტები, ნატიფი დესერტები, ნაყინი, სასმელი, კანფეტები და სხვა ტკბილეული - ეს ყველაფერი თავმოყრილია ამ მომაჯადოებელ წიგნში, რომელიც თქვენთვის შეიქმნა. წიგნის შესავალ ნაწილში ასევე გაეცნობით შოკოლადის ისტორიას ანტიკური ხანიდან თანამედროვეობამდე.

დიდი მხატვრები - „ცხოვრება, შემოქმედება, შედევრები“

606111869-1399807518555662-3968644175577185857-n-1767012924.jpg

მსოფლიოს უდიდეს და უმდიდრეს მუზეუმებში დაცული ნახატები ერთ კრებულში, დიდი მხატვრების უნიკალურ გამოფენაზე. შთამბეჭდავი და დაუვიწყარი კრებული მთელ მსოფლიოში ცნობილ და აღიარებულ მხატვართა ცხოვრებას და დეტალებამდე ჩასწვდება მათ მიერ შექმნილი ედევრების ვიზუალურ და შინაარსობრივ სიღრმეებს.

ხელოვნების ამბავი გომბრიხი

„ხელოვნების ამბავი“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული წიგნია ხელოვნების შესახებ, რომელიც ოდესმე გამოცემულა. 60 წლის განმავლობაში იგი რჩება სწორუპოვარ შესავლად მთელი საგნისთვის — უძველესი მღვიმის ფერწერიდან თანამედროვე ექსპერიმენტულ ხელოვნებამდე. მთელ მსოფლიოში ნებისმიერი ასაკისა და გამოცდილე...

R