ალისა სააკაშვილი დედასთან ერთად ამღერდა - „თავიდან მეგონა, მიშასავით არ ჰქონდა სმენა, მაგრამ ახლა მღერის...” - მშობლები

ალისა სააკაშვილი დედასთან ერთად ამღერდა - „თავიდან მეგონა, მიშასავით არ ჰქონდა სმენა, მაგრამ ახლა მღერის...”

2025-12-29 22:32:18+04:00

სოფო ნიჟარაძემ ქალიშვილთან - ალისა სააკაშვილთან ერთად იმღერა. სრული ვიდეო TV-პირველის საახალწლო ეთერში იქნება, ახლა კი სოფო მოკლე ნაწყვეტს უზიარებს გამომწერებს.

ცოტა ხნის წინ ინტერვიუში სოფომ ალისაზე და მის სასიმღერო მონაცემებზეც ისაუბრა:

- ალისამ ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება, ვერ წარმომიდგენია, რა იყო აქამდე... არ ვიცი, როგორ ვცხოვრობდი მის გარეშე. ამ ხუთმა წელმა გადაწონა რაც მიცხოვრია იქამდე, სანამ მეყოლებოდა შვილი.

სახელი მიშამ დაარქვა... ალისა ძალიან გავს მამას, განსაკუთრებით ხასიათით, მანერებით... ადრე კიდევ უფრო ჰგავდა. უნდა, რომ მამასავით ბევრი ენა ისწავლოს. სიმღერას რაც შეეხება, თავიდან მეგონა, რომ არ ჰქონდა სმენა და მიშასავით ყრუ იყო. თუმცა ახლა მღერის, მუსიკაზეც დადის...

მე ასეთი მიშა სხვა დროს არ მინახავს, სულ სხვანაირია ალისასთან... ალბათ, ამ ასაკში რომ გაუჩნდა, თან გოგოა... მეც კი ვერ წარმომედგინა, რომ მიშა შეიძლება ასე იჯდეს, ალისამ თავზე ბაფთები გაუკეთოს და ეს რაღაც სისულელეებზე ელაპარაკოს დაწვრილებული ხმით. კისერზე შემოისვას და ცხენობანა ეთამაშოს. მე უფრო მაყურებელი ვარ მათთან, რადგან მთელი დრო ის ბავშვთან ურთიერთობს. და ძალიან სიამოვნებს.სულ ჩართულია, სულ კითხულობს წერილებში ალისას ამბებს. სულ მთხოვს, ჩავრთო რაღაც აქტივობებში, დავაკავო მეტად. უნდა, რომ ცურვაზე იაროს, ციგურებზე, ახალი ენა დაიწყოს...

წყენა მიშასთანაც მქონია, მაგრამ მე უფრო ბევრი კარგი მახსოვს... მიხეილ სააკაშვილს ჩემს ცხოვრებაში ოჯახის წევრის სტატუსი აქვს... მე ასეთი მიშა სხვა დროს არ მინახავს, სულ სხვანაირია ალისასთან... ალისა ძალიან გავს და უნდა, მასავით ბევრი ენა იცოდეს... ძმებთანაც აქვს ურთიერთობა... - სოფო ნიჟარაძე