მოდელი, რომელიც არსად ჩნდება თავსაბურავის გარეშე - კენიის დევნილთა ბანაკში დაბადებული გოგონას დაუჯერებელი წარმატება - მშობლები

მოდელი, რომელიც არსად ჩნდება თავსაბურავის გარეშე - კენიის დევნილთა ბანაკში დაბადებული გოგონას დაუჯერებელი წარმატება

2025-12-30 13:04:17+04:00

ჰალიმა ადენი წარმოშობით სომალელი მოდელი და სოციალური აქტივისტია, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც პირველი ქალი, რომელმაც ჰიჯაბით მიიღო მონაწილეობა სილამაზის კონკურსებში და თავსაბურავის გარეშე არ ჩნდება არც ჩვენებებზე და არც ფოტოსესიებში. ის ასევე იყო პირველი მოდელი, რომელმაც ჰიჯაბი და ბურკა ჩაიცვა Sports Illustrated Swimsuit Issue-ში. 2021 წელს ის BBC-ის 100 ყველაზე გავლენიან ქალს შორის დასახელდა.

image-3-1767092660.png

ჰალიმა ადენის წარმოშობა

ადენი დაიბადა კაკუმას ლტოლვილთა ბანაკში, კენიაში, 1997 წლის 19 სექტემბერს და სომალელი ოჯახიდანაა. ექვსი წლის ასაკში შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად და დასახლდა სენტ-კლაუდში, მინესოტაში.

23122268-7862313-1767092373.jpg

სწავლობდა აპოლოს საშუალო სკოლაში, სადაც თანაკლასელებმა სკოლის დედოფლად აირჩიეს.2016 წელს მან მონაწილეობა მიიღო მის მინესოტას კონკურსში და გახდა პირველი ქალი, რომელმაც ჰიჯაბით ნახევარფინალში მიაღწია. მისმა წარმატებამ მოდის ინდუსტრიის ყურადღება მიიპყრო და მალევე კონტრაქტი გააფორმა ცნობილ სამოდელო სააგენტოსთან.

566e866ba346499789b2335b5d3cf550-18-1767085586.webp

ადენის კარიერა

ადენი გამოჩნდა ისეთი ცნობილი ჟურნალების გარეკანებზე, როგორიცაა Vogue, Elle და Harper's Bazaar, და თანამშრომლობდა ისეთ მსხვილ ბრენდებთან, როგორიცაა Fenty Beauty და American Eagle. ის აქტიურად უჭერს მხარს მრავალფეროვნებას და ინკლუზიურობას მოდის ინდუსტრიაში და ცდილობს შეცვალოს სილამაზის შესახებ აღქმა.

ის მრავალი დიზაინერის, მათ შორის Maxmara-ს და Alberta Ferretti-ს, კოლექციაში მონაწილეობდა. ასევე მონაწილეობა მიიღო მილანის მოდის კვირეულსა და ლონდონის Modest Fashion კვირეულში.

116506435-cowboy-alamy-1-1767092320.jpg00-promo-halima-aden-1767092320.webp

ადენი იყო პირველი ჰიჯაბით შემოსილი მოდელი, რომელმაც საერთაშორისო პოდიუმებზე გაიარა და მსხვილ სააგენტოსთან გააფორმა კონტრაქტი. 2017 წლის ივნისში, ის გახდა პირველი ჰიჯაბიანი მოდელი Vogue Arabia-ს, Allure-ის, და British Vogue-ის გარეკანზე.

image-2-1767092374.png

halima-aden-by-youssef-dubahou-vogue-arabia-00003-1767092374.webp

კარიერული წარმატების გარდა, ჰალიმა აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში და მხარს უჭერს ქალთა უფლებებთან და ახალგაზრდების განათლებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ინიციატივას. ის თავისი მაგალითით მსოფლიოს მრავალ ახალგაზრდა ქალს შთააგონებს და აჩვენებს, რომ ტრადიციასა და თანამედროვეობას თანაარსებობა შეუძლია.

1-local-halima-adenjpg700w-1767092320.jpg.webp

untitled-1-13-1767092374.jpghalimaaden05262023-79-2f6a0847a3c94288877ec401828a4cd6-1767092373.jpgimage-1-1767092374.pngimage-asset-1767092374.webp

2020 წლის ნოემბერში ადენმა Instagram-ის სთორების სერიაში განაცხადა, რომ მოდელობას თავი დაანება, რადგან ეს მის რელიგიურ შეხედულებებს ეწინააღმდეგებოდა, თუმცა შემდეგ თქვა, რომ მოდელად მუშაობას მანამ გააგრძელებს, სანამ პირობების დაწესებას შეძლებს. ადენის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს რიანამ, ჯიჯი ჰადიდმა და ბელა ჰადიდმა.

ადენის მოდელურ კონტრაქტში შედის მისი ჰიჯაბი, რადგან მან ის თავისი სამუშაოს განუყოფელ ნაწილად აქცია.

halima-aden-23-1767092373.webpgettyimages-1133688546-1-1767092373.webped8ba20b6d3e489651b72a70c2f5d411-1767092373.jpg201126150056-01-halima-aden-1767092373.jpg24504886-0-image-a-8-1581251533154-1767092373.jpg3600-1767092320.webp