მსახიობი და ფიტნესმოდელი, 4 შვილის დედა თაკო ტაბატაძე სოციალურ ქსელში ინგლისურენოვან მიმართვას ავრცელებს მათთვის, ვისაც სძულს და მაინც ბაძავს:
"მათთვის, ვისაც ვძულვარ და მაინც მბაძავენ: მე ჩემსას ვაკეთებ და თქვენც თქვენსას, კარგი? არავის უნდა ჩემი ტემუ ვერსია...
პირველი, არავინ არის ჩემნაირი.
თუ გინდა, რომ ახლოსაც კი მოხვიდე, ბიზნეს სკოლაში უნდა ისწავლო - ჯერ ბაკალავრი გახდე, შეხვდე შენი შვილების მამას, დაქორწინდე 17 წლის ასაკში, სიყვარულით გააჩინო 4 შვილი, დაბრუნდე ბიზნეს სკოლაში და გახდე მაგისტრი, შემდეგ დაშორდე, გააგრძელო ცხოვრება მარტომ ოთხ შვილთან ერთად.

შემდეგ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩააბარო და გახდე მსახიობი, შეასრულო მთავარი როლი შენი ოცნების რეჟისორის ფილმში, შემდეგ გახდი დრამის ფაკულტეტის მაგისტრი გახდე. შემდეგ შეგიყვარდეს, გახდე საჯარო მსხვერპლი ბულინგის, შემდეგ ნარცისული ტრავმული კავშირისგან თავი დააღწიო, შემდეგ გახდე გაყიდვების სპეციალისტი, დაიწყო ფიტნეს მოდელობა, გააგრძელო სამსახიობო კარიერა და მიაღწიო დამოუკიდებლობას".

ცნობისათვის, თაკო ტაბატაძე გია ბაღაშვილზე იყო დაქორწინებული. წყვილს ოთხი საერთო შვილი ჰყავს.