10 წიგნი, რომელიც საუკეთესო საჩუქარია ბავშვებისთვის - მშობლები

10 წიგნი, რომელიც საუკეთესო საჩუქარია ბავშვებისთვის

2025-12-30 19:20:24+04:00

წიგნი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, რაც ბავშვს შეიძლება აჩუქოთ. არ აქვს მნიშვნელობა, თქვენს შვილს ჩუქნით თუ სხვას, იცოდეთ, რომ ეს არის საუკეთესო გადაწყვეტილება, რომლითაც მოზარდის სწორი ინტერესების ჩამოყალიბებას და მის პიროვნულ განვითარებას უწყობთ ხელს.

მცირე ასაკიდან წიგნთან აქტიური შეხება ბავშვს ფანტაზიასა და წარმოსახვის უნარს, შემოქმედებით აზროვნებას უვითარებს. რაც უფრო მეტი შეხება აქვს წიგნთან, მით უფრო მარტივად სწავლობს გამართულ მეტყველებასა და აზრების მკაფიოდ ჩამოყალიბებას. სხვადასხვა პერსონაჟის ისტორიების კითხვით, ბავშვი სწავლობს სხვისი გრძნობების გაგებას, სიკეთესა და თანაგრძნობას. წიგნები ეხმარება მას გააცნობიეროს რთული ემოციები და ისწავლოს მორალური ღირებულებები.

გახსოვდეთ, კითხვის სიყვარული ბავშვობაში ყალიბდება, როგორც სიამოვნების მიღების საშუალება და ის მთელი ცხოვრება გრძელდება.

წიგნის მაღაზიათა ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში „ბიბლუსი“ წარმოგიდგენთ 10 საბავშვო წიგნს, რომელიც 2025 წელს ყველაზე მოთხოვნადი იყო. აღნიშნული ჩამონათვალი ბავშვებისთვის სასურველი წიგნის შერჩევაში დაგეხმარებათ.

50 პრინცესის ზღაპარი

608669666-1825597218065153-3242768315381702170-n-1767108143.png

კლასიკად ქცეული ამბებისა და ცნობილი ზღაპრების საოცარი კრებულით პატარები გაეცნობიან პრინცესების მომაჯადოებელ სამყაროს. ლამაზი ილუსტრაციები თითქოს აცოცხლებენ განსაცდელში ჩავარდნილ მამაც გმირებს და ამ წიგნს ნამდვილ საგანძურად აქცევენ.

ხმოვანი წიგნი - ცხოველები

607493074-1631771171330820-4624802509980945383-n-1767108160.png

მიაუ! აუ-აუ! წრიიპ! ამ ამბებით თქვენი პატარები სავსე ხმოვანი წიგნიდან ცხოველების შესახებ გაიგებენ. წიგნზე 10 ლამაზად გაფორმებული ღილაკია, რომლებიც ცხოველების ხმის მოსმენასა და დამახსოვრებაში დაეხმარება.

აღმოაჩინე და შეისწავლე მსოფლიოს ღირსშესანიშნაობები

607310432-1378981740373407-8414709172001907891-n-1767108201.png

აღმოაჩინე და შეისწავლე მსოფლიოს ღირსშესანიშნაობები“ რამდენიმე აქტივობას აერთიანებს.

კაცობრიობა უხსოვარი დროიდან ქმნიდა გამორჩეულ ნაგებობებს. ისინი თანდათან ქვეყნების, ერების, ცივილიზაციების სიმბოლოებად იქცა. ეს ნაგებობები დღესაც აღაფრთოვანებს მნახველებს. ამ ყუთში თავმოყრილია კოშკები, ციხესიმაგრეები, ამფითეატრები, უძველესი პირამიდები და თანამედროვე ცათამბჯენები. ისინი მსოფლიოს ღირსშესანიშნაობების საოცარ ისტორიას მოგვითხრობს.

ენი

607237833-739358455436463-81332002419381417-n-1767108213.jpg

კომპლექტი, რომელიც ენის საოცარ თავგადასავალს გვიყვება. არ არსებობს მოზარდი, რომელმაც ენის ისტორია წაიკითხა და მისით არ მოინუსხა. კომპლექტში შედის 6 წიგნი: ენი მწვანე მეზონინებიდან, ენი ევონლიდან, ენი კუნძულიდან, ენი ''ქარიანი ტირიფებიდან'', ენის ოცნების სახლი და ენი ინგლსაიდიდან.

ბეჭდების მბრძანებელი

607175081-1780978262572185-9214341373942561719-n-1767108233.jpg

არსებობენ წიგნები, რომლებიც მხოლოდ ისტორიებს არ მოგვითხრობენ — ისინი მთელ სამყაროს ქმნიან. ჯ. რ. რ. ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელი" სწორედ ასეთია: სამტომეული, რომელმაც განსაზღვრა მთელი ჟანრი, გვასწავლა მეგობრობის ფასი, გმირობის ტკივილი და გვიჩვენა, რომ იმედი ყოველთვის ცოცხლობს.

ახლა ეს უკვდავი ტრილოგია ერთ განსაკუთრებულ ყუთშია მოთავსებული.

პრინცესების დიდი თავგადასავალი

605849979-1900246500590914-9018335860485739359-n-1767108249.png

პრინცესების დიდი თავგადასავალი აერთიანებს წიგნს, 12 ფიგურასა და სათამაშო მოედანს. ამ მშვენიერ კომპლექტში პატარები ნახავენ მათ საყვარელ პრინცესებს, რომლებსაც საკუთარი ფანტაზიით გააცოცხლებ სათამაშო მოედანზე.

მეფე ლომი

591772847-624328284092391-7188440699461620473-n-1767108271.png

ეს გახლავთ საინტერესო ამბები და სათამაშოები ერთ კომპლექტში. კომპლექტში შედის წიგნი, 6 სადღესასწაულო ორნამენტი, 4 ფიგურა და სათამაშო მოედანი, რომელიც ბავშვებს გმირების გაცოცხლებას და წარმოსახვის განვითარებაში დაეხმარება.

ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი

606998753-1865055664119510-4057595723576998573-n-1767108283.jpg

რატომ აშენებენ ციხესიმაგრეებს ბორცვებზე? საიდან იქმნება ძაბვა?რამხელაა სპილო? ასეთ კითხვებს პატარები ხშირად სვამენ. წიგნში პასუხი ყველა კითხვაზეა გაცემული. მარტივი ამოცანები ბავშვის მიერ უკვე წაკითხულ მასალას ამოწმებს მშვენიერი ილუსტრაციები კი შემეცნების პროცესს უფრო საინტერესოსა და სახალისოს ხდის.

პატარა ილუზიონისტი

607616344-1392850155726549-7346233961851898183-n-1767108299.png

ამ წიგნის დახმარებით პატარებს ყველას გააოცებენ. წიგნში რამდენიმე ჯადოსნური ხრიკია, რომელთა გამოყენებით საოცარი ფოკუსების გაკეთებას ისწავლიან და ყოველთვის შეძლებენ აუდიტორიის გაოცებას. პატარა ილუზიონისტის ყუთში მოთავსებულია: ჯადოსნური წიგნი, ჯადოსნური ჯოხი და 80-გვერდიანი წიგნი 21 ფოკუსით. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ დაასკანერონ სპეციალური QR კოდი და ნახონ ვიდეოგაკვეთილები თითოეული ფოკუსისთვის.

ჩემი პირველი ბიბლია

606066779-846894781587516-1804977794727033420-n-1767108311.jpg

ამ წიგნში თავმოყრილია მშვენიერი ამბები ბიბლიიდან. ბავშვები გაეცნობიან ძველი აღთქმის დიდებულ გმირებს - ნოეს, აბრაამს, მოსესა და სოლომონს. ახალი აღთქმიდან კი - იესოს ქადაგებებსა და საქმეებს. წიგნი დაწერილია მარტივი ენით, ახლავს მშვენიერი ილუსტრაციები. იგი შესანიშნავი საშუალებაა ბიბლიასთან საზიარებლად.

R