5 მედიკამენტი, რომელთან ერთად ალკოჰოლის მიღება სახიფათოა - მშობლები

5 მედიკამენტი, რომელთან ერთად ალკოჰოლის მიღება სახიფათოა

2026-01-01 12:55:59+04:00

ცნობილი ექიმი გიორგი ღოღობერიძე გამომწერებს აცნობს 5 მედიკამენტს, რომლებთან ერთადაც ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება.

"შეიძლება თავად არ მოიხმართ ამ მედიკამენტებს, მაგრამ სხვამენ თქვენი ოჯახის წევრები, ახლობლები. ამიტომ აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს ინფორმაცია. ზოგადად ალკოჰოლი ისედაც არ არის კარგი ჩვენი ორგანიზმისთვის, მაგრამ ამ მედიკამენტებთან კომბინაციაში შეიძლება სახიფათო იყოს" - ამბობს გიორგი ღოღობერიძე. წამლებია ეს სია კი ასე გამოიყურება:

1. ანტიბიოტიკები და განსაკუთრებით მეტრონიდაზოლი.

2. ნებისემიერი ტკივილდამაყუჩებელი საშუალება. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი. ის ალკოჰოლთან კომბინაციაში ძალიან სახიფათოა. ახლავს კუჭიდან სისხლდენის რისკი.

3. პარაცეტამოლი და ალკოჰოლი ძალიან სახიფათოა ღვიძლისთვის.

4. ბენზოდიაზეპინები, მაგალითად, დიაზეპამთან ერთად ალკოჰოლის მიღება იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას, სუნთქვის გაძნელებას და გართულ შემთხვევებში გაჩერებასაც კი. ეს უკიდურესად სახიფათო კომბინაციაა.

5. ანტიდეპრესანტები - ალკოჰორთან ერთად იზრდება გულის არითმიების რისკი.

დეტალურად თითოეული წამლის და მისი მოქმედების შესახებ იხილეთ ვიდეოში: