საქართველოში გრიპი მიმდინარე სეზონზე ადრე გახდა დომინანტური ვირუსი. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე განმარტავს, რომ ყველაზე გავრცელებულია A ტიპის H3N2 — ე.წ. ჰონგ-კონგის გრიპი, რაც ბავშვებში პნევმონიისა და ჰოსპიტალიზაციის რისკს ზრდის. - მშობლები

როგორ დავაღწიოთ სწრაფად თავი გრიპის ვირუსს: "მისი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბა არ­სე­ბობს და მკურნალობა რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოს"

2026-01-01 15:07:09+04:00

ამჟამად გრიპის ვირუსის 3 სხვადასხვა ვარიანტი ცირკულირებს. ყველაზე მეტი - 65% არის ე.წ. ჰონგ-კონგის გრიპი. თვეზე მეტია გაორმაგებულია იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც მიმართავენ რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტს. მომართვიანობის მიზეზი ძალიან ბევრ შემთხვევაში ფილტვის ანთებაა, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა,ივანე ჩხაიძემგანაცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ქვეყანაში გრიპი გაცილებით ადრე გახდა დომინანტური ვირუსი.

"რა სტატისტიკასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაძლევს, აჩვენებს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში გრიპი დომინანტურია - 65% არის გრიპი, კონკრეტულად A გრიპი და მისი ერთ-ერთი ფორმა H3N2 ტიპის ვირუსს, რომელიც ე.წ. ჰონგ-კონგის სახელით არის ცნობილი. ქვეყანაში ამჟამად გრიპის ვირუსის სამი სხვადასხვა ვარიანტი ცირკულირებს: ყველაზე მეტი 65% H3N2 არის, ე.წ. ჰონგ-კონგის გრიპი, მეორე H1N1 ანუ ე.წ. ღორის გრიპი, 1% არის „ბე“ გრიპი. სამივე ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო კომპონენტი შედიოდა იმ ვაქცინაში, რომელიც ქვეყანაში იყო და 4 კომპონენტს შეიცავდა. ამ მხრივ სრული თანხვედრაა.

გასულ წელს გრიპის შემთხვევების ასეთი სიჭარბე თებერვალში დაფიქსირდა, ახლა გრიპი გაცილებით ადრე გახდა დომინანტური ვირუსი, ეს ადრეული გავრცელება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ფიქსირდება. მიზეზი არის ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი, რომელმაც ივნისის თვეში განიცადა მუტაციები, რამაც მისცა შესაძლებლობა იოლად გადამდები ყოფილიყო.

გრიპი გახლავთ ვირუსი, რომლის საწინააღმდეგო ეფექტური ანტივირუსული საშუალება არსებობს რისკის ჯგუფებისთვის. რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს ანტივირუსული საშუალებით მკურნალობა. პირველი 48 საათის განმავლობაში აქვს ძალიან მაღალი ეფექტურობა.
მინდა ვთხოვო 5 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს: ნუ დაელოდებით მაღალი სიცხის 3-4 დღიან პერიოდს... განაგრძეთ კითხვა