სოფო შევარდნაძემ 4 წლის შვილის ფოტოები პირველად გაასაჯაროა - "ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ოჯახის წევრებს აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, სურთ მათ საჯაროობა თუ არა" - მშობლები

სოფო შევარდნაძემ 4 წლის შვილის ფოტოები პირველად გაასაჯაროა - "ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ოჯახის წევრებს აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, სურთ მათ საჯაროობა თუ არა"

2026-01-02 12:04:21+04:00

ტელეწამყვანი სოფო შევარდნაძე 4 წლის წინ გახდა დედა. ამ წლების განმავლობაში ხშირად წერდა დედობაზე, ორსულობაზე, თუმცა არ ასაჯაროებდა პატარა ანდრიას ფოტოც, რომლის მამის ვინაობა ასევე უცნობია საზოგადოებისთვის. ერთხელ დაწერა კიდეც ამაზე:

"პირად ცხოვრებასა და საჯაროობის ზღვარზე.

მე საჯარო ადამიანად დავიბადე, როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს. ზედმეტად აქტიურმა ყურადღებამ ასწავლა ჩემს ოჯახს, აეგო არა მხოლოდ საზღვრები, არამედ კედლები, რომლებიც ჩვენ ყველას გვიცავდა. ცხოვრების ასეთი სტილი ჩემს ნაწილად იქცა და დამეხმარა მოგვიანებით, უფრო ძლიერი ვყოფილიყავი. საკმაოდ მყარი ჯავშანი მაქვს, რომელიც ფილტრავს არასაჭირო ინფორმაციას, ენერგიას, ემოციებს.

ახლა ჩემი ოჯახი მაქვს. მე უკვე არა მხოლოდ ქალიშვილი ან შვილიშვილი ვარ. ახლა დედა ვარ. და რაც არ უნდა უნდოდეს ბევრს, გაიგოს მეტი და უფრო ახლოს, მე უბრალოდ ვიცი, რომ ამიერიდან ჩემი შვილისთვის საზღვრების აგება ჩემი პასუხისმგებლობაა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ოჯახის წევრებს აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, სურთ მათ საჯაროობა თუ არა. ჩვენი საქმე კი ის არის, მათ მივცეთ ეს არჩევანი და დავიცვათ არასაჭირო ყურადღებისგან. თუ ადამიანს, რომელიც ჩემ გვერდით არის, შეუძლია საკუთარი თავის დაცვა ამ უფლებით, ჩემი შვილისთვის მე ვარ ასეთი დამცველი.

და მხოლოდ როდესაც ანდრია გაიზრდება და თავად შეძლებს გადაწყვიტოს, რის მიწოდება შეუძლია სამყაროსთვის, მე ვიქნები მხოლოდ და მხოლოდ დამკვირვებელი. მანამდე კი ასეა...

ნუთი ყველა არ იცის თავის უფლებას პირადზე?"

ახლა კი, საახალწლოდ, სოფიკომ ეს ტაბუ მოხსნა და პატარა ანდრიასთან ერთად საახალწლო ფოტოებიც გამოჩნდა.

610557019-18554322364006440-1203479533617442508-n-1767343055..jpg

december-in-pictures-1767343056.jpg