ნინო ჩხეიძე მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად პარიზიდან აქვეყნებს ფოტოებს - "ყველაფერი საუკეთესო დაგვებედოს..." - მშობლები

ნინო ჩხეიძე მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად პარიზიდან აქვეყნებს ფოტოებს - "ყველაფერი საუკეთესო დაგვებედოს..."

2026-01-02 21:24:40+04:00

მომღერალინინო ჩხეიძე, გავრცელებული ხმების მიუხედავად, თითქოს მეუღლეს დაშორდა, ახალ წელს მასთან ერთად შეხვდა პარიზში და ბედობასაც ოჯახური ფოტოები გამოაქვეყნა:

"ყველაფერი საუკეთესო დაგვებედოს..." - წერს ნინო.

608727083-1456311185853233-2528914026945939401-n-1767375337.jpg608923177-1456312062519812-5176450958072256891-n-1767375338.jpg

607956898-1456311029186582-1376938184063348567-n-1767375337.jpg

პირადი ცხოვრების შესახებ ცოტა ხნის წინ ასეთი კომენტარი გააკეთა:"პირად ცხოვრებაზე საუბარი არ მიყვარს. ყველა თავისებურად იგებს. მე და გიორგი 25 წელია, ცოლ-ქმარი ვართ. ისე გამოვიდა, რომ ჩემი ყველა წარმატების დასაწყისში, ჩემი ცხოვრების ყველა საკვანძო მომენტში გიორგი ყოველთვის საყრდენი ძალა იყო. თუნდაც, სიმღერას რომ ვიწყებდი, ძალიან ბევრი კრიტიკა იყო და ის ყოველთვის გვერდში მედგა და გვერდში მიდგას დღემდე. ასე ამაზე საუბარი -"გაშორდი? არ გაშორდი?" - არ მინდა. მაგრამ, გიორგი დღემდე ჩემს ცხოვრებაში ძალიან ძვირფასი ადამიანია. ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს, ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს და ყველაფერი კარგადაა."

შემდეგ კიდევ ერთ ინტერვიუში აღნიშნა: "ქმარს არ გავშორდი, დღემდე გიორგი არის ჩემი ყველაზე საუკეთესო და ახლო ადამიანი. უბრალოდ, ის არ ცხოვრობს საქართველოში 15 წელია... ცოლქმრული ურთიერთობა არ გვაქვს, თუმცა ახლა აქაც რომ ვარ, იცის, აბსოლუტურად ყველა ნიუანსში, ყველა დეტალში ჩართულები ვართ ერთმანეთის ცხოვრებაში, მაგრამ ასე ერთად არ ვცხოვრობთ..."

ცოტა ხნის წინ ნინოს და გიორგის ერთადერთი ქალიშვილი, 21 წლის მარიამ კორახაშვილი დაინიშნა. მისი რჩეული კანადელი ჯერემი ელენორია.

gilocav-de-1762523248.jpg

მომღერალმა ამ ფაქტზე ასეთი კომენტარი გააკეთა:

"მარიამი დაინიშნა, ჩემი სიძე არის კანადელი... როდესაც გავიცანი, მივხვდი, რომ ნამდვილად არ შემცდარა ჩემი შვილი არჩევანში... რა თქმა უნდა, ცოტა პროტესტი მქონდა, გულის სიღრმეში ვფიქრობდი, რომ მარიამი კარგ ქართულ ოჯახს შექმნიდა, თუმცა... მარიამი ისეთი მშვიდი და გაწონასწორებულია, ძალიან მეგობრულად ვკითხე და ისეთი პასუხი მივიღე, მივხვდი, აზრი არ ჰქონდა არაფერს, ისეთი დარწმუნებული იყო მარიამი თავის გრძნობებში და არჩევანში... ძალიან კარგი ბიჭია. უკრავს საქსოფონზე და რამდენიმე ინსტრუმენტზე".