"ერთი, ძალიან ძლიერი სურვილი, ჩემს შვილებს ეხებათ..." - ნიკა ქავთარაძე - მშობლები

"ერთი, ძალიან ძლიერი სურვილი, ჩემს შვილებს ეხებათ..." - ნიკა ქავთარაძე

2026-01-03 11:22:29+04:00

იუმორისტი და ტელეწამყვანი ნიკა ქავთარაძე 3 შვილის მამაა. სწორედ სამ შვილს უკავშირდება მისი საახალწლო სურვილები და მათ ფოტოებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში. მათ ფოტოებს ყოველთვის დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე და ამჯერადაც ასე მოხდა.

ნიკა წერს:

"ცოტა რამ ჩავიფიქრე ახალ წელს და ბედობას და ერთი, ძალიან ძლიერი სურვილი, ჩემს შვილებს ეხებათ. წლის განმავლობაში ბევრჯერ მესტუმრონ, ბევრჯერ ჩავეხუტოთ ერთმანეთს, ბევრი ვიწანწალოთ ფეხით, ბევრი ვიცინოთ და ერთად ყოფნით ბედნიერები ვიყოთ. თან რა მაგარი შეგრძნებაა, როცა 100% ვიცი, რომ გამოგვივა.

ჩემ და თქვენ შვილებს ვულოცავ ახალ წელს".

607828689-25827018930225274-6230962073961415862-n-1767426032.jpg

438144813-7784777014876075-806341149752875406-n-1723203353-1767425998.jpg

447973570-7934588563228252-5630233216858481746-n-1723203333-1767425999.jpg

იუმორისტი მეუღლეს ბევრი წლის წინ გაშორდა, მისივე თქმით, მსოფლმხედველობრივი შეუთავსებლობის გამო დაშორდა.