"თამარი ტაქსით მი­დი­ო­და, როცა ეს ტრა­გე­დია მოხ­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, სახ­ლთან იყო მი­სუ­ლი, რომ მან­ქა­ნა ბოძს და­ე­ჯა­ხა..." - ცნობილია წერეთლის გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა ვინაობა - მშობლები

"თამარი ტაქსით მი­დი­ო­და, როცა ეს ტრა­გე­დია მოხ­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, სახ­ლთან იყო მი­სუ­ლი, რომ მან­ქა­ნა ბოძს და­ე­ჯა­ხა..." - ცნობილია წერეთლის გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა ვინაობა

2026-01-03 18:08:30+04:00

თბილისში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჯერ ერთმანეთს ორი ავტომობილი დაეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა.

  • არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან თამარკვაჭაძე (გერმანიშვილი) და იაგო ენგიბარიანი.

"დიდი ტრაგედია მოხდა, ჩვენი თამარი აღარ არის. ახალი გათხოვილია, თელავიდან არის წარმოშობით, ახალი წლისთვის თელავში იყო ჩამოსული. გუშინ თქვა, სამსახურში უნდა გავიდეო და თბილისში წამოვიდა. ტაქსით მიდიოდა, როცა ეს ტრაგედია მოხდა. ფაქტობრივად, სახლთან იყო მისული, რომ მანქანა ბოძს დაეჯახა. მეორე გარდაცვლილი ტაქსის მძღოლია" - გვიყვებიან თამარ კვაჭაძის ახლობლები. განაგრძეთ კითხვა