"40 წლისამ მეოთხე შვილი გავაჩინე, 50 წლისა კი გავთხოვდი და ახალი ცხოვრება დავიწყე..." - ცისანა სეფიაშვილი - მშობლები

"40 წლისამ მეოთხე შვილი გავაჩინე, 50 წლისა კი გავთხოვდი და ახალი ცხოვრება დავიწყე..." - ცისანა სეფიაშვილი

2026-01-03 18:27:01+04:00

გადაცემაში "ნამდვილი ექიმები" სილამაზისა და ასაკის თემაზე სასაუბროდ ოთხი შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებია, 52 წლის ცისანა სეფიაშვილი მიიწვიეს. ცისანას თქმით, ასაკისადმი დამოკიდებულება მკვეთრად შეეცვალა წლებთან ერთად:

- რაღაცნაირად ასაკი გაახალგაზრდავდა. დედაჩემი რომ ბებია გახდა, იყო 40 წლის და ძალიან მიკვირდა, რატომ დადიოდნენ ყოველდღე სადღაც ჯემალი და მანანა და რა დროს ეს იყო... არადა, მე 40 წლისამ მეოთხე შვილი გავაჩინე და 50 წლის ასაკში გავთხოვდი და ახალი ცხოვრება დავიწყე. ძალიან ბევრი რამე შეიცვალა. მართლა ძალიან ბევრი საშუალებაა, რომ კარგად გამოიყურებოდე. გარკვეული რაღაცები იცვლება, რა თქმა უნდა, მოკლე შორტით ახლა მხოლოდ ზღვაზე გავივლი. ალბათ, ბებიაც რომ გავხდი, ეგეც მოქმედებს...ყველამ უნდა მოვუაროთ თავს, უბრალოდ არ ვარ მომხრე "გადაპლასტმასების".

თავის მოვლასთან დაკავშირებით ცისანა სეფიაშვილი ამბობს, რომ პირველ რიგში აუცილებელია ძილის წინ მაკიაჟის მოცილება. იტენიანებს კანს.

- მზისგან დამცავს არ ვხმარობ და ალბათ ამან, ჩემს გენეტიკასთან ერთად, დააჩქარა ნაოჭები. მაგრამ ისე მიყვარს რუჯი, ვერ დავაცვევინებ ვერაფერს თავს.

ახალგაზრდობის შენარჩუნების მთავარ საიდუმლოდ კი ცისანა მიიჩნევს იმას, რომ სულ კარგ განწყობაზეა და არ იბოღმება, არ ინახავს წყენას და არ იცის, რა არის ზიზღი.

467722639-18350414149193189-328534349966390097-n-1767452405.jpg

ცნობისათვის, ცისანა სეფიაშვილი ორი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ, 50 წლის ასაკში დაქორწინდა ოთო გიორგობიანზე. ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, დღევანდელი ცხოვრებით ძალიან ბედნიერია.

541640527-18384755239193189-4307581234334778123-n-1767452405.jpgtsisana-sefiashvili-1767452406.jpeg