ნანი ბრეგვაძის სახლში, სადაც სხვადასხვა თაობის მომღერლები ცხოვრობენ, ხშირია მუსიკალური შეხვედრები. ახალი წლის შეხვედრებიც ტრადიციად იქცა - ბედობას ან ბედობის მეორე დღეს. წელსაც ნიკოლოზ რაჭველი იყო ინსტუმენტთან და მასპინძლები - ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე მღეროდნენ. წვეულებაზე სხვა ცნობილი ადამიანებიც ჩანან ვიდეოში - მარინა ბერიძე, რეზო გიგინეიშვილი.
ადრეული ახალგაზრდობიდან დგას სცენაზე.
1936 წლის 21 ივლისს, თბილისში დაიბადა. მამა – გიორგი ეფრემის ძე ბრეგვაძე პროფესიით მსახიობი იყო. დედა – ოლგა ალექსანდრეს ასული მიქელაძე ცნობილ დიდგვაროვანთა ოჯახიდან.
მუსიკალური სკოლისა და ტექნიკუმის დასრულების შემდეგ, ის ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი გახდა ფორტეპიანოს კლასით, რომელიც 1961 წელს დაამთავრა.
სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში.1959-1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რეროს“ სოლისტი. 1964 წელს პირველად გამოვიდა მსოფლიო მნიშვნელობის დარბაზ ‘ოლიმპიაში’,მოსკოვის მიუზიქ-ჰოლთან ერთად გასტროლის ფარგლებში, სადაც ორი თვის განმავლობაში მღეროდა. ამ მოვლენამ საბოლოოდ განსაზღვრა ნანი ბრეგვაძის, როგორც მომღერლის ბედი. პარიზიდან დაბრუნებული ნანი მიიწვიეს ანსამბლ “ორერაში”, სადაც 15 წელი ითანამშრომლა. 1980-იანი წლებიდან სოლოკარიერა დაიწყო.
2000 წელს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ საზეიმოდ გაიხსნა ნანი ბრეგვაძის სახელობის ვარსკვლავი.


ხოლო როგორია ნანი ბრეგვაძის სახლი, სადაც მრავალი წელია ცხოვრობს, ანტიკვარული ავეჯით და რომანოვების ხალიჩით, იხილეთ ბმულზე.