გამტაცებლებმა გოგონა ცოცხლად დამარხეს, მის მშობლებს კი გამოსასყიდი მოსთხოვეს... გოგონა 3 დღე იყო მიწის ქვეშ და გადარჩა! - ამბავი, რომელზეც მსოფლიო დღემდე ლაპარაკობს - მშობლები

გამტაცებლებმა გოგონა ცოცხლად დამარხეს, მის მშობლებს კი გამოსასყიდი მოსთხოვეს... გოგონა 3 დღე იყო მიწის ქვეშ და გადარჩა! - ამბავი, რომელზეც მსოფლიო დღემდე ლაპარაკობს

2026-01-04 21:10:50+04:00

ეს ისტორია მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიო პრესის ყურადღებას იპყრობდა და აქტიურად განიხილებოდა. გაუგონარი სისასტიკე იმდენად აღმაშფოთებელი აღმოჩნდა, რომ ხალხი მას დღემდე იხსენებს...

გერი კრისტი საკუთარ თავს კრიმინალური სამყაროს აინშტაინს უწოდებდა. ბარბარა მაკლის ისტორია მის სახელს უკავშირდება. ის პირველად ქურდობის ბრალდებით ცხრა წლის ასაკში დაიჭირეს, ხოლო 14 წლის ასაკში მანქანის ქურდობისთვის ციხეში ისევ აღმოჩნდა. თუმცა, გერი მალევე გაიქცა და მალევე ისევ დაიჭირეს - მოზარდმა კვლავ მანქანა მოიპარა.

gary-steven-krist-103024-b1b1658a4d974c79aca1b8b2abc32709-1767628648.jpg
გარი კრისტი

23 წლის ასაკში კრისტი ისევ ციხეში აღმოჩნდა. ამჯერად ბიჭი ფიქრობდა, რომ ბევრად დიდი და მასშტაბური საქმეები უნდა აეღო, რომ ერთხელ და სამუდამოდ ბევრი ფული ეშოვა და ისე ეცხოვრა, როგორც სურდა... ახალგაზრდამ ამერიკელი მიულიონერის ქალიშვილის, ბარბარა მაკლის გატაცების გეგმა შეიმუშავა და მოთმინებით ელოდებოდა იმ დღეს, როდესაც ციხეს თავს დააღწევდა. საბოლოოდ, მან ციხიდან გაქცევა მოახერხა.

1968 წლის დეკემბერში, ვიდრე გოგონას სასტუმროდან გაიტაცებდნენ, ბარბარა ჯეინ მაკლი რთულ პერიოდს გადიოდა. იმ დროს ის დედასთან ერთად ჯორჯიის შტატში, სასტუმროში ცოტა ხნით ცხოვრობდა. მაკლი ჰონგ-კონგის გრიპით იტანჯებოდა. ეს მე-20 საუკუნის პანდემია იყო, რომელმაც, საშუალოდ, 1-დან 4 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა.

mackle-barbarajane-1767628709.jpg
ბარბარა მაკლი

17 დეკემბრის ღამეს კარზე გერი კრისტმა დააკაკუნა. მას პოლიციის ფორმა ეცვა და განაცხადა, რომ ბარბარა მაკლის ახლო მეგობარი და მომავალი ქმარი, სტიუარტ ვუდვორდი, ავარიაში მოყვა. კრისტს თან მისი თანამზრახველი, რუთ აიზემან-შირი ახლდა, რომელიც მამაკაცის ტანსაცმელში იყო გადაცმული. შიგნით შესვლისთანავე ისინი დედა-შვილს თავს დაესხნენ. ქალბატონ მაკლს საძილე საშუალება გაუკეთეს, ბარბარა კი იარაღის მუქარით დააკავეს და მანქანაში ჩასვეს. გოგონას თავიდანვე უთხრეს, რომ ეს გატაცება იყო.

ბარბარა არც გაუკოჭავთ და არც სარდაფში ჩაუყვანიათ. მის წინააღმდეგ გამაოგნებელ ხერხს მიმართეს. ახალგაზრდა გოგონა ცოცხლად დამარხეს... ოჯახს კი წერილი გაუგზავნეს, სადაც დიდ გამოსასყიდს ითხოვდნენ. იქამდე, სანამ ბარბარას ცოცხლად დამარხავდნენ, გერი კრისტმა სპეციალური კუბო შექმნა. ეს სრულად დახურული სივრცე არ ყოფილა. გოგონა მიწისქვეშ მოათავსეს, თუმცა, ყუთში ჰაერის პატარა მილები დაამონტაჟეს, რომლებიც მიწის ზედაპირზე იყო ამოშვერილი და ბარბარას სუნთქვის საშუალებას აძლევდა. თუმცა ნებისმიერ პატარა მოძრაობას, ქარის მოტანილ მტვერს, ფოთოლს, ცხოველს, შეეძლო ამ მილების დაზიანება ან დანაგვიანება და გოგონა მიწაში მთლად უჰაეროდ დარჩებოდა.

სანამ მიწას დააყრიდნენ, გოგონას ფოტო გადაუღეს და მშობლებს გაუგზავნეს.

barbara-3-1767546855.jpg
ბარბარა ჯეინ მაკლი

გამტაცებლები 500 000 დოლარს ითხოვდნენ. გამოსასყიდი გოგონას მამას, მდიდარ ფლორიდელ უძრავი ქონების დეველოპერს უნდა გადაეხადა. რობერტ მაკლი მაშინვე დასთანხმდა.

poto-1-1767546927.jpg
საფლავი, სადაც ბარბარა მაკლმა 83 საათი გაატარა

591263822-1357958396341641-1822211405628641607-n-1767628910.jpg

ცოცხლად დამარხვიდან ორი დღე გავიდა და დრო სულ უფრო ძვირფასი ხდებოდა. 19 დეკემბრის დილით ადრე, დამნაშავეებმა გაამხილეს ადგილი, სადაც ბიზნესმენი ნაღდ ფულს დატოვებდა.

ქალიშვილის ადგილსამყოფელზე ფულის გაცვლის პირველი მცდელობა ჩაიშალა: პოლიციის მანქანამ გაიარა და გამტაცებლები გაიქცნენ. თუმცა, FBI-მ იმის დადგენა მაინც მოახერხა, რომ მანქანა ჯორჯ დიკონის სახელზე იყო გაფორმებული. მეორე მცდელობის შემდეგ, ბარბარა მაკლის ოჯახმა ფული დატოვა, მაგრამ გამტაცებლებისგან ქალიშვილის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.

image-2026-01-04t212152-1767547368.111.jpg

გარი კრისტი და რუთ აიზემან-შირი

საბედნიეროდ, პოლიციამ ჯორჯ დიკონის პოვნა მოახერხა. მის სახელს გაქცეული პატიმარი, გერი კრისტი იყო ამოფარებული. შემდეგ კი მისი თანამზრახველიც იპოვეს. საბოლოოდ, გოგონამ 83 საათი მიწის ქვეშ გაატარა. ისინი ბარბარას ადგილსამყოფელს მაინც არ ამხელდნენ.

"ვყვიროდი და ვმღეროდი", - წერდა ბარბარა მაკლი თავის წიგნში "გათენებამდე 83 საათი". გოგონა აღწერს იმ ჯოჯოხეთს, რაც გამტაცებლებმა მოუწყვეს:

"აღარაფერი მესმოდა, მაგრამ ყვირილს მაინც ვაგრძელებდი. ერთხელ ვუთხარი ჩემს თავს: "აქ მოვკვდები". სამჯერ ან ოთხჯერ სასოწარკვეთილებამ შემიპყრო, ვფიქრობდი, რომ ეს ადგილი ჩემს კუბოდ იქცეოდა. წარმოვიდგინე, ვინ მიპოვიდა და როდის. იქნებ ფერმერი ან მშენებელი ყოფილიყო. როდის იქნებოდა ეს? ათი წელი? ოცი? გაყინული ვიყავი, მთელი სხეული მტკიოდა. ყველაფერი უფრო და უფრო უარესდებოდა." - იხსენებს ბარბარა.

barbara-5-1767547214.jpg

ბარბარა ჯეინ მაკლი მამასთან ერთად

rsg63929-1200x-1767635713.webp
მაკლების ოჯახი

როგორც გოგონა წერს, რომ არ გაგიჟებულიყო, მიწის ქვეშ მღეროდა კიდეც, რომ როგორმე დრო გაეყვანა.

barbara-4-1767547112.jpg
ბარბარა ჯეინ მაკლი

FBI-ის ასობით აგენტი ტერიტორიას ათვალიერებდა, სანამ საბოლოოდ არ გამოჩნდა გოგონა, რომელიც შემთხვევით წააწყდა ბორცვს, საიდანაც მილი ამოდიოდა და უფროსებს აცნობა. ბარბარა დაღლილი იყო, მაგრამ უვნებელი.

რუთმა ოთხი წელი მოიხადა და შემდეგ მშობლიურ ჰონდურასში დაბრუნდა. რაც შეეხება კრისტს, მან 10 წელი მოიხადა, შემდეგ ციხიდან გამოვიდა და ექიმი გახდა. ბარბარა მაკლი დაოჯახდა, ოთხი შვილი შეეძინა, ფლორიდაში დასახლდა და გადატანილ ტრაგედიაზე წიგნიც დაწერა.