როგორ იქცა ავტობუსის მძღოლი ვენესუელის პრეზიდენტად და ვინ არის მისი ცოლი, რომელსაც ვენესუელას "რუხ კარდინალს" უწოდებენ - მშობლები

როგორ იქცა ავტობუსის მძღოლი ვენესუელის პრეზიდენტად და ვინ არის მისი ცოლი, რომელსაც ვენესუელას "რუხ კარდინალს" უწოდებენ

2026-01-05 11:12:44+04:00

მსოფლიო მოიცვა ვენესუელის პრეზიდენტის დაკავების ამბებმა. დონალდ ტრამპის ბრძანებით, ქვეყნის ლიდერი, ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი დააკავეს და ამერიკაში გადაიყვანეს. ვენესუელაში დიქტატურის დასრულებას ზეიმობენ...

2026 წლის დასაწყისში ვენესუელა პოლიტიკური ამბების ეპიცენტრში მოექცა. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის თავდასხმის შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ნიკოლას მადუროს ოფიციალურად, აშშ-ში ნარკოტიკებით ვაჭრობასა და იარაღის უკანონოდ შენახვაში ადანაშაულებენ. ის სამხედროებმა მეუღლესთან, სილია ფლორესთან ერთად კარაკასის რეზიდენციაში დააკავეს. შეიარაღებული პირები მათ საძინებელში მაშინ შეიჭრნენ, როდესაც წყვილს ეძინა.

maduro-dakaveba-16-50-09-60759-1767598342.webp

nicolasmaduro-34329-1767598342.webp

მოგვიანებით ორივე მათგანი აშშ-ში გადაიყვანეს. იქ კი მათი სასამართლო პროცესი მალე დაიწყება. იმ შტატის კანონმდებლობის თანახმად, სადაც მადუროს მთავარი ბრალდებები წაუყენეს, მას ყველაზე მკაცრი სასჯელი, მათ შორის სიკვდილით დასჯა ემუქრება. ზოგიერთი ცნობით, მადურო და ფლორესი ამჟამად იმავე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან, სადაც სასჯელს პროდიუსერი, ტრეფიკინგსა და ადამიანებით ვაჭრობაში ბრალდებული შონ კომბსი იხდის...

პრეზიდენტი-დიქტატორი

maduro-3-1767597331.jpg

ნიკოლას მადურო და სილია ფლორესი

ნიკოლას მადურო ვენესუელას პრეზიდენტი 2013 წელს, უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ გახდა. თავიდან იგი ავტობუსის მძღოლი იყო. პოლიტიკით პროფკავშირში გაწევრიანების შემდეგ დაინტერესდა, ხოლო დიდი ყურადღება ჩავესის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის შემდეგ მიიპყრო. 1990-იანი წლების ბოლოს ნიკოლას მადურო პარლამენტში აირჩიეს, შვიდი წლის შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარე გახდა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს უნივერსიტეტის დიპლომი არ ჰქონდა. სხვათა შორის, მადუროს არც შემდეგ აუღია დიპლომი.

dac02d55c2a03691680a22da5c503a12-1767598342.webp

2006 წელს იგი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. 2012 წელს ის ქვეყნის ახალი შრომის კოდექსის თანაავტორი იყო. ის ყოველთვის ვენესუელას ყოფილი პრეზიდენტის, უგო ჩავესის, ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე იყო, რომლის მეშვეობითაც მომავალი მეუღლე გაიცნო.

maduro-2-1767597393.jpg
სილია ფლორესი

ნიკოლას მადუროს მეუღლე, სილია ფლორესი 1990-იანი წლების დასაწყისში უგო ჩავესის ადვოკატი გახდა და 1992 წლის წარუმატებელი გადატრიალების მცდელობის შემდეგ მისი ციხიდან გათავისუფლება უზრუნველყო. დაახლოებით ამავე დროს, ის მადუროს შეხვდა და მათი რომანი დაიწყო. მადურო და ფლორესი დიდი ხნის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ და ურთიერთობა მხოლოდ 2013 წელს, ნიკოლასის გაპრეზიდენტების შემდეგ დააკანონეს. წყვილმა პატარა ქორწილი გადაიხადა. მათ საერთო შვილები არ ჰყავთ, მაგრამ წინა ურთიერთობიდან მადუროს ვაჟი ჰყავს. სილია ფლორესს ასევე პირველი ქორწინებიდან ვაჟი ჰყავს. გარდა ამისა, 1990-იან წლებში მან ორი ძმისშვილიც იშვილა.

maduro-4-1767597418.jpg
სილია ფლორესი

სილია ფლორესი ქმარზე 10 წლით უფროსია. ქალმა უნივერსიტეტი შრომისა და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით დაამთავრა. შემდეგ პარლამენტის წევრი იყო და ვენესუელას ეროვნული ასამბლეის სპიკერის თანამდებობასაც იკავებდა. მან ამ თანამდებობაზე ქმარი მას შემდეგ შეცვალა, რაც ის პრეზიდენტობით დაინტერესდა. სხვათა შორის, თავად მადურო ცოლს ყოველთვის არა პირველ ლედის, არამედ უახლოეს მოკავშირეს უწოდებს, რადგან მას მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე უდიდესი გავლენა აქვს.

maduro-5-1767597445.jpg
ნიკოლას მადურო და სილია ფლორესი

ქორწინების შემდეგ, ფლორესმა არა მხოლოდ შეინარჩუნა პოლიტიკური კარიერა, არამედ კიდევ უფრო გააძლიერა იგი. ის ეროვნულ ასამბლეაში კოხედესის შტატიდან აირჩიეს. პოლიტიკურ წრეებში კი ქმრის ნამდვილ "რუხ კარდინალად" ითვლება.

maduro-6-1767597493.jpg
ნიკოლას მადურო და სილია ფლორესი

maduro-1-1767597302.jpg

წლების განმავლობაში ბევრი იწერებოდა ვენესუელაში არსებულ დიქტატურაზე, მადუროს და სილიას ოჯახურ კლანზე, რომელიც ყველაფერს აკონტროლებდა. ქვეყანაში კორუფცია ყვაოდა. მადუროს ბიოლოგიური შვილი პირველი ქორწინებიდან არის ნიკოლას მადურო გერა, რომელსაც პატარა ნიკოლასს ეძახიან, მამამ პრივილეგირებულ პერსონად აქცია და23 წლისა მაღალ თანამდებობებზე დანიშნა. მოგვიანებით ეროვნული ასამბლეის დეპუტატი გახდა. ასევე "სახელი გაითქვა" ვიდეოთი, სადაც დოლარების წვიმის ქვეშ დგას.

image-1767441683751-1767599705.webp

გავლენიანები არიან სილია ფლორესის ბიოლოგიური შვილი და მისი ნაშვილები ძმიშვილებიც. ამბობენ, რომ ისინი გავლენიან მაფიოზებად ჩამოყალიბდნენ, მონაწილეობდნენ ფულის გათეთრებაში, სხვადასხვა კორუფციულ სქემაში. უცნობია, მათ რა ბედი ეწევათ ახლა.

f768x1-1228639-1228766-5050-1767599705.jpg

ჯერჯერობით, სილია ფლორესია ქმართან ერთად დაპატიმრებული და განაჩენს ელოდება...