ცნობილი რუსი ბლოგერი იულია ბურცევა, რომელიც იტალიაში ცხოვრობდა, იტალიიდან მოსკოვში ჩაფრინდა პროცედურისთვის - დუნდულების გადიდების ოპერაციისთვის. თუმცა 38 წლის ქალი მოსკოვის ელიტარულ კლინიკაში ოპერაციის დროს ცუდად გახდა. მას ანაფილაქსიური შოკი დაემართა და მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.კლინიკის და სასწრაფოს ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად, მაგრამ მათი ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მუხლით„სიკვდილი გაუფრთხილებლობით გამოწვეული ტრავმით“, კლინიკის მფლობელ გოვხერ აბდილაევას წინააღმდეგ.
იულია ბურცევა იტალიაში ცხოვრობდა იტალიელ ქმართან და შვილთან ერთად. მის ბლოგს დაახლოებით 70 000 გამომწერი ჰყავდა და ის აქტიურად აზიარებდა ისტორიებს იტალიაში ცხოვრების, ურთიერთობების და ორ კულტურას შორის არსებული განსხვავებების შესახებ.

„ჩემმა ქმარმა იშოვა თავისი ოცნების სამსახური, კარგი ხელფასი და სრული სოციალური პაკეტი. მთელი ოჯახისთვის ცხოვრების ხარჯები, მათ შორის მგზავრობა, სამედიცინო მკურნალობა, გართობა, საკვები და ა.შ. - და ეს ყველაფერი მის ხელფასთან ერთად... მთელი ცხოვრების განმავლობაში...“ - წერდა ბოლოს თავის ბლოგზე.