"არ მიმატოვოთ ბრძოლაში მარტო! მიჭირს! უსაშველოდ მიჭირს! ისე გავზარდე 2 ღირსეული შვილი, რომ დახმარება არავისთვის მითხოვია" - მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედის მიმართვა - მშობლები

"არ მიმატოვოთ ბრძოლაში მარტო! მიჭირს! უსაშველოდ მიჭირს! ისე გავზარდე 2 ღირსეული შვილი, რომ დახმარება არავისთვის მითხოვია" - მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვა

2026-01-05 14:05:26+04:00
სასტიკად მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე, რომელიც სამართლიანობისთვის და ყველა დამნაშავის დასჯისთვის იბრძვის, მიმართვას აქვეყნებს:
"არ მიმატოვოთ ბრძოლაში მარტო!
მიჭირს! უსაშველოდ მიჭირს!
გთხოვთ, არ გამიშვათ ხელი!
ვინც მიცნობს, ყველამ იცის, ისე გავზარდე 2 ღირსეული შვილი, რომ დახმარება არავისთვის მითხოვია; დედასთანაც არასდროს დამიწუწუნია.
სახლიც გადმომითოვლავს, ვენახიც მომიწამლავს, ხარ-ურემსაც გავძღოლივარ , ღამით ქარმა შუქი რომ გამითიშა და ბატონებიანი შვილები მყავდა, კოქტებით დენის ბოძზეც ავსულვარ და მავთულები გადამიბამს; დღე და ღამ მუხლჩაუხრელი შრომით, სიმწრით გავზარდე შვილები!
არც სხვისი შვილებისთვის მიღალატია, ღირსეულად ვემსახურე ჩემს სამშობლოს 30 წელი!
ახლა, როცა ჩემი სპეტაკი და გენიოსი შვილიკო გარყვნილი, პირსისხლიანი ბრბოს მსხვერპლი გახდა, მუხლმოდრეკით გევედრებით ყველას,
მოდით 8 იანვარს, 16:00სთ-ზე საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან (ორთაჭალაში, ვახტანგ გორგასალის ქ. N24).
წრფელი ცრემლების ზღვა გაჰყვა ჩემს შვილს, უწყვეტ ნაკადად მოდიოდით სამძიმრის სათქმელად, ამისთვის მადლობა ყველას, მაგრამ ახლა უფრო მჭირდებით.
მჭირდებით ყველა:
მედიის წარმომადგენლები,
ბიძაშვილ/მამიდაშვილ/დეიდაშვილები,
ნათლია/ნათლულები,
ახლო და შორი ნათესავები,
მეგობრები და კოლეგები,
მოსწავლეები და მათი მშობლები,
ძველი და ახალი მეზობლები,
უცნობი გულმხურვალე ადამიანები.....
ვინც წინა აქციაზე პროკურატურის წარმომადგენლების სახე ნახა, ყველა დამეთანხმება, რომ მათაც გულწრფელად ტკივათ გიგა, მაგრამ ისეთ ლაბირინთში აიხლართნენ, თავს ვეღარ აღწევენ.
დავდგეთ ერთად, ვუთხრათ, რომ უკან დახევა არაა სირცხვილი!
თამარ ბაჩალიაშვილის მამა მოვიდა ჩემთან წინა აქციაზე; მე რომ მივსულიყავი მასთან, როცა უჭკვიანესი შვილის სიკვდილში დამნაშავეს ეძებდა, იქნებ ვეღარ გაებედათ ჩემი გიგას მოკვლა!
მოდით, დამიდექით გვერდით, რომ არ იყოთ შემდეგი!!!
მეიმედები,საქართველოვ!"

გამოძიების თანახმად, 1 ოქტომბერს 28 წლის გიგა ავალიანს თემქის დასახლებაში, სახლთან ახლოს, 17 წლის არასრულწლოვანი ფიზიკურად გაუსწორდა.ძალადობა ტელეფონით გადაიღო კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა - 16 წლის მოზარდმა. ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.სასტიკად ნაცემი გიგა ავალიანი ღამის 11 საათისთვის იქვე მცხოვრებმა ბავშვებმა უგონოდ იპოვეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.გიგა ავალიანმა 23 დღე იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

571547686-24885627777772081-2232855290936157474-n-1767608894.jpg

585287556-24993446133684152-9031516482032357581-n-1767608947.jpg

ძალადობის შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა მასწავლებლის საქმეზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს.გამოძიება დანაშაულის მოტივად ასახელებს 17 წლის მოზარდის„მეგობარ გოგონასთან არასასურველ კომუნიკაციას და ეჭვიანობას“.

ეჭვიანობის გამო, უკან გაჰყვნენ... შუბლის არეში დაარტყა მუშტი, რასაც მისი თანმხლები ტელეფონით იღებდა - გიგა ავალიანის მკვლელობის გარემოებები
მე გამწარებული დედა ვარ... გიგა საქართველოს მოუკლეს... კლინიკაში რომ მიიყვანეს, უკვე ვიცოდით, რომ ვერ გადარჩებოდა... - გიგა ავალიანის დედის ინტერვიუ