"სიცოცხლის ელექსირი" ერთ თასში! ენერგია, ცილა და გემოების ფეიერვერკი" - ჯანსაღი სალათის რეცეპტი ნატა გაგუასგან - მშობლები

"სიცოცხლის ელექსირი" ერთ თასში! ენერგია, ცილა და გემოების ფეიერვერკი" - ჯანსაღი სალათის რეცეპტი ნატა გაგუასგან

2026-01-06 21:43:51+04:00

ექიმი-ნუტრიციოლოგი, ენდოკრინოლოგი ნატა გაგუა კიდევ ერთი ჯანსაღი და გემრიელი კერძის რეცეპტს უზიარებს გამომწერებს:

„დაივიწყეთ უგემური კერძები! ეს სალათი თქვენს წარმოდგენას შეცვლის ჯანსაღ კვებაზე! "სიცოცხლის ელექსირი" ერთ თასში! გიზიარებთ რეცეპტს, რომელიც ჩემი ფავორიტია. ის სავსეა აიურვედული სიბრძნით, არ შეიცავს ხორცს, თევზს და რაც მთავარია, მაიონეზს! მხოლოდ ენერგია, ცილა და გემოების ფეიერვერკი.

მომზადების დრო: 10 წუთი

ინგრედიენტები:

სალათისთვის:

  • 1 ქილა შავი ან წითელი ლობიო (250 გრამი) — მცენარეული ცილის წყარო
  • 8-10 ცალი ჩერი პომიდორი
  • 1 მთლიანი ავოკადო — ჯანსაღი ცხიმის წყარო
  • 1 პატარა წითელი ხახვი & 1 მწვანე ბულგარული
  • 1/2 ჭიქა ნიგოზი (მსუბუქად მოხალული, არომატისთვის!)
  • 2 ს.კ. ახალი ოხრახუში ან ქინძიდ რესინგისთვის

(სოუსი):

  • 3 ს.კ.ზეითუნის ზეთი
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 2 ჩ.კ. ბაზილიკი (ან ხმელი ორეგანო)
  • ჩემი საიდუმლო: 0.5 ჩ.კ. ნეკერჩხლის სიროფი ან თაფლი (ეს აბალანსებს სიმჟავეს და ქმნის "ვაუ" ეფექტს!)
  • მარილი და ახლად დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ბოსტნეული დაჭერით კუბებად.
  2. დიდ თასში მოათავსეთ ბოსტნეული, გადაწურული ლობიო და ნიგოზი.
  3. სოუსის ყველა ინგრედიენტი პატარა ჯამში ისე ათქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან, ოდნავ სქელ მასას არ მიიღებთ. ეს არის გემოს გასაღები!
  4. მოასხით სოუსი და ფრთხილად ამოურიეთ, რომ ავოკადო არ დაიჭყლიტოს, მაგრამ ყველა ინგრედიენტი "ჩაეხუტოს" ერთმანეთს.

მაქსიმალური სიამოვნებისთვის, სალათს მოაყარეთ მოხალული სეზამის ან მზესუმზირის მარცვლები – ხრაშუნა ეფექტი გარანტირებულია!ჯანსაღი კვება არ უნდა იყოს სევდიანი ამბავი, თუ დიეტა გაღიზიანებთ, ის არ არის „თქვენი“. გემრიელი და სწორად მომზადებული კერძი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, არ ზრდის კორტიზოლს და გაძლევთ ენერგიას.

გჯერათ, რომ ჯანსაღი კერძი შეიძლება იყოს გემრიელი? დაწერეთ კომენტარებში, საინტერესოა თქვენი გამოცდილება!"

ანთების საწინააღმდეგო წვნიანი ნატა გაგუასგან - ერთდროულად წამალიცაა და გასტრონომიული შედევრიც