მერაბ დვალიშვილი, ნინა დრამა და ქსოვრელები - მებრძოლი სახალისო ვიდეოს აქვეყნებს - მშობლები

მერაბ დვალიშვილი, ნინა დრამა და ქსოვრელები - მებრძოლი სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

2026-01-07 12:14:41+04:00

როგორც ცნობილია, მერაბ დვალიშვილი ესპანური ახალი წლის მერე, რომელსაც ილია თოფურიას ოჯახთან ერთად შეხვდა, საშობაოდ საქართველოში ჩამოვიდა თავის მეგობართან - ნინა დრამასთან ერთად. ნინა მეორედ არის საქართველოში და მერაბი აპირებს, ამჯერად ზამთრის სეზონი შეაყვაროს თავის სამშობლოში.

having-a-great-time-in-georgia-with-1767774147.jpg

having-a-great-time-in-georgia-wit-1767774146.jpg

ნინა მერაბის ერთგული მეგობარია ეს ბოლო წლებია. ბოლო მარცხის მერეც მოინახულა მებრძოლი და ტკბილეული მიართვა.

ნინა მარი დანიელი, ცნობილია როგორც "ნინა დრამა", ჟურნალისტი და UFC-ს პრომოუტერია, რომელიც ქმნის სხვადასხვა გასართობ კონტენტს MMA-ს შესახებ. ის და მერაბ დვალიშვილი ცხოვრებაში მეგობრები არიან და მათ ერთად ჩაწერეს რამდენიმე ვიდეო, სადაც ვარჯიშობენ. როცა მერაბმა შონ ო'მალის დაამარცხა, ნინამ დაწერა: "შენ არ ხარ ნორმალური. შენ ჩემპიონი ხარ. ყველას დაუმტკიცე, რომ ცდებოდნენ". ბევრს სურდა, რომ ისინი წყვილი ყოფილიყვნენ, თუმცა ნინას რა ხანია ჰყავს შეყვარებული და ის და მერაბი მეგობრები არიან.

მერაბის ოჯახს კი, რასაკვირველია, სურს, რომ მერაბი მალე დაოჯახდეს. ქართველი ჩემპიონის მამა, ამირან დვალიშვილი ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ამბობდა, რომ მერაბი ჯერ კიდევ ბავშვობიდან შრომობდა წარმატების მისაღწევად, ახლა კი დროა, რომ ქამრის მოპოვების შემდეგ, ოჯახის შექმნაზეც იფიქროს. თუმცა მერაბი ამ თემაზე ჯერჯერობით სიახლეებს არ უზიარებს გამომწერებს.