ბექჰემების უფროსმა ვაჟმა ახალი წელიც არ მიულოცა მშობლებს და "ცოლეურებში" იზეიმა - ვიქტორია დეპრესიაშია - მშობლები

ბექჰემების უფროსმა ვაჟმა ახალი წელიც არ მიულოცა მშობლებს და "ცოლეურებში" იზეიმა - ვიქტორია დეპრესიაშია

2026-01-07 22:02:34+04:00

ბრუკლინ ბექჰემის კონფლიქტი მშობლებთან ახალ დონეზე გადავიდა - ცნობილი მშობლების ვაჟმა საყვარელ ადამიანებთან მისასვლელი უკანასკნელი ხიდიც დაწვა.

დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ყოველთვის ცდილობდნენ, საუკეთესო მშობლები ყოფილიყვნენ - აღმერთებენ თავიანთ შვილებს და სიყვარულით უჭერენ მხარს ნებისმიერ სიტუაციაში. ბრუკლინი, რომეო, კრუზი და ჰარპერ სევენი ყოველთვის სამყაროს ცენტრი იყვნენ ცნობილი მშობლებისთვის და, ისე ჩანდა, ამ ოჯახში იდილია სამუდამოდ გაგრძელდებოდა...

ყველაფერი შეიცვალა, როდესაც წყვილის უფროსი ვაჟი დაქორწინდა - 2022 წელს მან და მისმა საყვარელმა ქალმა, ნიკოლა პელცმა მდიდრული ქორწილი გადაიხადეს. 2025 წლის ზაფხულში კი კვლავ გაცვალეს საქორწინო ფიცი, მხოლოდ, უკვე ბრუკლინის ოჯახის წევრების გარეშე.

დაქორწინების მერე ბევრს საუბრობდნენ რძალ-დედამთილის კონფლიქტზე, მერე იყო შერიგება და ერთდ გადახდილი დაბადების დღეები. თუმცა ბოლო წელს ბრუკლინმა საჯაროდ არაერთხელ აუხსნა სიყვარული ცოლს, გამოაცხადა, რომ სულ მის მხარეს იქნება, შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად საყვარელ ადამიანთან ერთად, დაამყარა თბილი ურთიერთობა მის მშობლებთან, და გაწყვიტა ყველანაირი კავშირი ვიქტორიასთან და დევიდთან. მოგვიანებით სოციალურ ქსელშიც დაბლოკა მშობლები და უმცროსი ძმა.

ბევრი ფიქრობდა, რომ ახალ წელს მაინც ბრუკლინი შეეხმიანებოდა ოჯახს, თუმცა კვლავ ცოლთან და მის მშობლებთან ერთად გადაღებული ოჯახური ფოტოები გამოაქვეყნა.

728x547-1-3fedece9ef70e33928250f6cb373010b1440x1081-0xotishonj-9900038516112610110-1767810411.jpg.webp728x545-1-ca7c51a17e77aa0baf65da250674b0881440x1079-0x0ekkrwhv-3124116554716185336-1767810411.jpg.webp

ბრუკლინის მეგობრებმა განმარტეს, რომ მიუხედავად მშობლებისა და ძმების სოციალურ ქსელებში დაბლოკვისა, ის კვლავ ინარჩუნებს კონტაქტს ბებია-ბაბუასთან. წყარო იტყობინება: „მიუხედავად იმისა, რომ მშობლებთან ურთიერთობა დასრულდა, ბრუკლინი კვლავ ძალიან არის მიჯაჭვული ბებია-ბაბუასთან“.

ვიქტორია ბექჰემი ძალიან რთულად იტანს ამ ამბავს და მისი ახლობლები შეშფოთებულნი არიან მისი მდგომარეობით. ვიქტორიასა და დევიდის უმცროსი ვაჟი ყველანაირად ცდილობს მხარი დაუჭიროს დედას და შეახსენოს, რომ ის მარტო არ არის - კრუზმა გამოაქვეყნა ოჯახური ფოტო, რომელიც ბოლო საშობაო არდადეგების დროს არის გადაღებული.

380x600-1-4732807169100b785c393f354dc2c069506x798-0x7czwztxb-6550030238943914225-1767810411.png.webp