საახალწლო ეიფორია ნელ-ნელა ცხრება, თუმცა ბევრი ადამიანი თავის ტკივილს, უენერგიობასა და საერთო სისუსტეს უჩივის. ნუ იჩქარებთ ამ ყველაფრის სადღესასწაულო გადაღლისთვის დაბრალებას - შესაძლოა, მიზეზი "კოსმოსური ამინდია“.
2026 წლის იანვარი მეტეო დამოკიდებული ადამიანებისთვის საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. მეცნიერები პროგნოზირებენ მაგნიტური ქარიშხლების სერიას, რომლებიც, მართალია, ექსტრემალური სიმძლავრის არ იქნება, მაგრამ ორგანიზმისთვის შესაძლოა საკმაოდ "გამომფიტველი" აღმოჩნდეს.
-
რატომ არის იანვარი ყველაზე რთული თვე?
ზამთარში მაგნიტური ქარიშხლები უფრო მწვავედ აღიქმება რამდენიმე მიზეზის გამო:
- სადღესასწაულო სუფრებისა და ძილის რეჟიმის დარღვევის შემდეგ ორგანიზმი მოწყვლადია;
- სიცივე ისედაც ავიწროებს სისხლძარღვებს, გეომაგნიტური რყევები კი დამატებით ტვირთავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას;
- ზამთარში იმუნიტეტი დასუსტებულია, რაც ამცირებს ორგანიზმის ადაპტაციის უნარს.
-
მაგნიტური ქარიშხლების განრიგი: 2026 წლის იანვარი
ასტროფიზიკოსების მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ კალენდარს, რათა წინასწარ დაგეგმოთ თქვენი აქტივობები:
- 9 იანვარი: მოსალოდნელია პირველი სერიოზული რყევები. მაგნიტოსფეროს გააქტიურება 8 იანვრის საღამოდან დაიწყება და 9 იანვარს სუსტ ქარიშხლად იქცევა. განაგრძეთ კითხვა