UFC-ი ქართველი ჩემპიონი,ილია თოფურია დღეს სასამართლოში იმყოფებოდა, სასამართლოს დატოვების შემდეგ კი მან მცირე კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან.
როგორც ილია თქვა, მას მალე მიეცემა შვილი, პატარა ჯორჯინას ნახვის შესაძლებლობა.
"ჩემთვის პრიორიტეტი ჩემი გოგონაა, ჩემი ოჯახია, ესაა ჩემი პრიორიტეტი.
ჩემს გოგონას კვლავ ძალიან მალე ვნახავ. სტრესში არ ვარ, ძალიან მშვიდად ვარ", - თქვა ილია თოფურიამ ჟურნალისტებთან.