ძილის არასწორი პოზა, რომელიც იწვევს ტკივილს, ხვრინვას და რეფლუქსს —  როგორ ვიძინოთ სწორად - მშობლები

ძილის არასწორი პოზა, რომელიც იწვევს ტკივილს, ხვრინვას და რეფლუქსს —  როგორ ვიძინოთ სწორად

2026-01-08 09:20:19+04:00

ძილის დროს სხეულის არასწორმა პოზამ შესაძლოა სერიოზული დისკომფორტი და ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს — დაწყებული ზურგის, კისრის ტკივილით, ხვრინვით და რეფლუქსით და ნერვული სისტემის გადატვირთვით დასრულებული.

ამაზე აშშ-ის ექიმ-ფსიქიატრი და ქცევითი ძილის სპეციალისტი შელბი ჰარისი საუბრობს. მისი შეფასებით, ძილის პოზა პირდაპირ მოქმედებს როგორც ფიზიკურ, ისე ზოგად თვითშეგრძნებაზე დასასურველია, ადამიანი სწორად ძილს ბავშვობიდანვე მივაჩვიოთ.

ექიმის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე არაჯანსაღი პოზაა მდგომარეობა, როცა ადამიანს ხელები და ფეხები გულზე აქვს დაკრეფილი (ე.წ. „T“-ს მსგავსი პოზა) ან ხელები ბალიშის ქვეშ აქვს შეყოფილი. ასეთ შემთხვევაში იზრდება ნერვებზე ზეწოლა, რაც შესაძლოა კიდურების დაბუჟებით, ჩხვლეტისა და უსიამოვნო შეგრძნებებით დასრულდეს.

არანაკლებ პრობლემურია ძილი ზურგზე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეს პოზა კომფორტულად ეჩვენება, ის ხშირად ხელს უწყობს ხვრინვას და რეფლუქსს — მდგომარეობას, როცა კუჭის შიგთავსი საყლაპავში ბრუნდება.

zilis-arascoro-poza-1767850771.png

ექიმი ასევე არ გვირჩევს ძილს მუცელზე. ამ პოზაში ადამიანს თავი გვერდზე აქვს შებრუნებული, რაც ზრდის დატვირთვას კისერზე, მხრებსა და ხერხემალზე და დროთა განმავლობაში იწვევს ქრონიკულ ტკივილს.

ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად შელბი ჰარისი მიიჩნევს ძილს გვერდზე. რეკომენდებულია მუხლების ოდნავ მოხრა და ბალიშის მოთავსება ფეხებს შორის — ეს ხელს უწყობს ხერხემლის, მენჯისა და ბარძაყების სწორ გასწორებას და ამცირებს ზურგზე დატვირთვას.

chatgpt-image-jan-8-2026-09-30-17-am-1767850800.png

თუ ადამიანი მიჩვეულია მუცელზე ძილს, სპეციალისტი ურჩევს პოზის შეცვლას ეტაპობრივად — გადასვლას გვერდზე ან ზურგზე და უფრო თხელი ბალიშების გამოყენებას (ზოგ შემთხვევაში საერთოდ ბალიშის გარეშე), რათა კისრის გადაჭარბებული მობრუნება შეიზღუდოს.

ამასთან, ექიმი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გავრცელებული მითის მიუხედავად, ძილის პოზა არ ასახავს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და მის მიხედვით ფსიქოლოგიური დასკვნების გაკეთება არასწორია.

რატომაა მნიშვნელოვანი, რომ ბავშვს ძილის დროს ეცვას საღამური და რა გავლენას ახდენს ის ძილზე
ჯანსაღი ძილის 5 წესი: დროულად წვებით, მაგრამ დილით ადგომა გიჭირთ... ძილისთვის მხოლოდ ხანგრძლივობა საკმარისი არ არის