ჯულია რობერტსმა 3 შვილი დამხმარის გარეშე გაზარდა. მათ დიდხანს არ იცოდნენ, რომ მათი დედა ვარსკვლავია - "როცა ღონისძიებიდან სახლში ვბრუნდები, ბრწყინვალე კაბით, ბრილიანტებით, პირველი, რასაც ვისმენ, არის: "დედა, რა გვაქვს საჭმელი?" - მშობლები

ჯულია რობერტსმა 3 შვილი დამხმარის გარეშე გაზარდა. მათ დიდხანს არ იცოდნენ, რომ მათი დედა ვარსკვლავია - "როცა ღონისძიებიდან სახლში ვბრუნდები, ბრწყინვალე კაბით, ბრილიანტებით, პირველი, რასაც ვისმენ, არის: "დედა, რა გვაქვს საჭმელი?"

2026-01-08 11:25:33+04:00

ჯულია რობერტსი საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ საჯაროდ იშვიათად საუბრობს. მას ყველა შესაძლებლობა აქვს, რომ სოციალურ მედიაში პროფესიონალურად გადაღებული კადრები გამოაქვეყნოს, საზოგადოებას ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები გაუზიაროს, თუმცა, როგორც წესი, მსახიობი, ძველ, საარქივო კადრებს აქვეყნებს და საკუთარი ცხოვრების აფიშირებისაგან თავს იკავებს.

ჯულია რობერტსის დედობა და კარიერა

ჯულია რობერტსი 3 შვილის დედაა.

2002 წლის 4 ივლისს დაქორწინდა ოპერატორ დენიელ მოდერზე. 2004 წლის 28 ნოემბერს წყვილს ტყუპი შეეძინა - ქალიშვილი ჰეიზელ პატრიცია და ვაჟი ფინეას უოლტერი. 2007 წლის 18 ივნისს რობერტსს ვაჟი, ჰენრი დენიელ მოდერი ეყოლა.

ის და მისი მეუღლე შვილების პირად სივრცეს განსაკუთრებით უფრთხილდებიან და მათ ფოტოებს საჯაროდ იშვიათად აქვეყნებენ. ამიტომ, ყოველი ახალი კადრი საზოგადოების მხრიდან დიდ გამოხმაურებას იწვევს. რობერტსმა რამდენიმე კვირის წინ ტყუპს - ჰეიზელსა და ფინეასს დაბადების დღე სწორედ საარქივო კადრებით მიულოცა.

julia-2-1767857246.jpg

ჰეიზელი 2021 წლის ივლისში, კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე მამასთან, დენიელ მოდერთან ერთად გამოჩნდა. გოგონას საჯაროდ გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგანაც საზოგადოებას ჯულია რობერტსის ზრდასრული შვილები ნანახი არ ჰყავდა. მათ მხოლოდ ბავშვობის იშვიათი კადრები ჰქონდათ ნანახი.

julia-4-1767857260.jpeg

პრესაში ჯულია რობერტსის რთულ ხასიათს ხშირად განიხილავენ. თუმცა, მსახიობი 20 წელზე მეტია, დენიელ მოდერზე ბედნიერადაა დაქორწინებული და შვილებსაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

ჯულია 37 წლის ასაკში გახდა დედა. როგორც მსახიობი ამბობს, ამ ასაკში საკუთარ პასუხისმგებლობას სრულად აანალიზებდა.

julia-1-1767857272.jpeg

"მე დავიმსახურე ეს დრო ჩემს შვილებთან ერთად. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ბავშვებმა არც კი იცოდნენ, რომ სამსახური მქონდა, რადგან ყოველთვის სახლში ვიყავი." - თქვა რობერტსმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში.

სხვათა შორის, რობერტსი ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავი გახდა, რომელმაც ხელოვნური განაყოფიერება აირჩია. მის შემდეგ, ბევერლი-ჰილზის ცნობილმა ადამიანებმა სწორედ ჯულია რობერტსის მაგალითით ამ მეთოდის გამოყენება აქტიურად დაიწყეს.

julia-robertsi-11-1767857287.jpeg

როდესაც პროდიუსერი მაიკ ნიკოლსი თავის კოლეგასა და მეგობარს სტუმრობდა, ის ყოველთვის გაოცებული იყო: სახლში უამრავი სათამაშო ეყარა, ჯულია კი შვილებთან ერთად ბედნიერი იყო.

"მას დალაგებაში არავინ ეხმარებოდა. არც ბავშვების მოვლაში..." - იხსენებს პროდიუსერი.

რობერტსმა ეს დამოუკიდებლობა შვილებსაც ჩაუნერგა. ადრეული ასაკიდანვე მათ ისწავლეს არა მხოლოდ მაგიდიდან ადგომა და ვახშმისთვის "მადლობის" თქმა, არამედ თეფშების დარეცხვა, საწოლის გასწორება, ოთახის დალაგება. ეს მათთვის შეუცვლელი პასუხისმგებლობა იყო. მეტიც, ჯულია რობერტსის 3 შვილს წლების განმავლობაში სოციალურ მედიასთან წვდომა საერთოდ არ ჰქონია.

julia-robertsi-13-1767857324.jpeg

"შეზღუდვები, რა თქმა უნდა, დროებითია. ჩემი შვილები ჯერ კიდევ პატარები არიან და ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება, სოციალურმა მედიამ მათ სარგებელი მოუტანოს." - ამბობდა რობერტსი.

ბავშვები ეკრანთან სულ უფრო ცოტა დროს ატარებდნენ და დროს სწავლასა და განვითარებას უთმობდნენ. 12 წლის ასაკში ჰეიზელმა გადაწყვიტა, საქველმოქმედო საქმიანობაში ჩართულიყო. მან დედას სთხოვა, თმის შეჭრაში დახმარებოდა, რომ საკუთარი თმა კიბოთი დაავადებული ბავშვებისათვის პარიკების გაკეთებისათვის გამოეყენებინათ...

julia-8-1767857343.jpg

გარდა ამისა, ჯულია და ჰეიზელი, ვაშინგტონში, ქალთა მარშშიც მონაწილეობდნენ. როგორც ცნობილია, ჯულიამ მამა 9 წლის ასაკში დაკარგა. მსახიობი ცდილობს, რაც შეიძლება, მეტი დრო შვილებთან გაატაროს, ხშირად ჩართოს ისინი საქველმოქმედო საქმიანობაში და შრომისმოყვარეობა ასწავლოს.

როდესაც ჯულიას შვილები პატარები იყვნენ და წესებს არღვევდნენ, მსახიობს ისინი ცალკე ოთახში გაჰყავდა და დიდხანს ესაუბრებოდა. ბავშვები ისე გაიზარდნენ, რომ მათ დედის ფილმები ნანახი არ ჰქონდათ. მეტიც, საერთოდ არ იცოდნენ, რომ ასეთი პოპულარული დედა ჰყავდათ:

julia-robertsi-14-1767857381.jpeg

"დედა, შენ უფრო პოპულარული ხარ, ვიდრე ტეილორ სვიფტი?" - ჰკითხა ტყუპმა დედას. ტყუპები მომღერალ ტეილორ სვიფტს იმდენად აღმერთებენ, რომ ერთხელ ჯულიას მათთან ერთად კონცერტზე წასვლა მოუწია.

"ეს მათი ცხოვრების საუკეთესო დღე იყო." - გაიცინა მსახიობმა. ამ გამოცდილების შემდეგ, მათ სჯეროდათ, რომ დედას შეეძლო სასწაულების მოხდენა, ყველანაირი კარის გაღება და სცენაზე მათი ნებისმიერ ცნობილ ადამიანთან ერთად გამოყვანა.

julia-5-1767857400.jpeg

"ალბათ, ვერც კი მიხვდებიან, როცა გაიზრდებიან, რას ნიშნავდა ჩემი პოპულარობა. ამას მაშინ ვხვდები, როცა რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიებიდან სახლში ვბრუნდები, ბრწყინვალე კაბით, ბრილიანტებით, ფეხსაცმლით და პირველი, რასაც ვისმენ, არის: "დედა, რა გვაქვს საჭმელი?" - ამბობს ჯულია.

julia-10-1767857414.png

სამი შვილის დედა ვარ და შიშველი სცენების გადაღებაზე არ დავთანხმდები... არ მინდა, ისინი ამ ფორმით მხედავდნენ ეკრანზე - ჯულია რობერტსი
მძიმე ბავშვობიდან კინოვარსკვლავობამდე და მრავალშვილიან დედობამდე - ჯულია რობერტსის ცხოვრება მშვენიერი ღიმილის მიღმა