"2 წელი მტანჯავდა მუდმივი თავის ტკივილი. ყოველდღე ტკივილგამაყუჩებელს ვიღებდი! შემთხვევით აღმოვაჩინე მიზეზი...'" - გიორგი გასვიანი - მშობლები

"2 წელი მტანჯავდა მუდმივი თავის ტკივილი. ყოველდღე ტკივილგამაყუჩებელს ვიღებდი! შემთხვევით აღმოვაჩინე მიზეზი...'" - გიორგი გასვიანი

2026-01-08 11:26:59+04:00

მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში წერს:

"2 წელი მტანჯავდა მუდმივი თავის ტკივილი. ვერაფრით გავიგე ზუსტი მიზეზი.. არც შაკიკი.. არ მიგრენა.. ექიმებმა დაძაბულობის გამოაო.. 24/7-ზე მტკიოდა თავი!

შემთხვევით აღმოვაჩინე მიზეზი: დავკარგე აიქოსის აპარატი, ახალი არ მიყიდია და რამდენიმე დღე დავანებე თავი აიქოსის მოწევას... უეცრად, თავის ტკივილები გაქრა... და მივხვდი, რომ მენთოლიანი აიქოსის ყოველდღე მოწევა მტანჯავდა 2-3 წელი! ყოველდღე ტკივილგამაყუჩებელს ვიღებდი!

ა მ ო ვ ი ს უ ნ თ ქ ე!!!"

  • ცნობისათვის!

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ტრადიციული სიგარეტის პოპულარობა მთელ მსოფლიოში კლებულობს. მცირდება სიგარეტის მომხმარებელთა რიცხვი, რომელთა ჩანაცვლებასაც ინდუსტრია ახალი მომხმარებლებით ცდილობს - ეს ახალი მომხმარებელი კი ახალგაზრდობაა, რომლებსაც სწორედ ელექტრონული პროდუქტებით იზიდავს, რომლებიც მოსაწევად კომფორტულია, არ აქვს სუნი და ინდუსტრია მათ ისე „ასაღებს“, როგორც სიგარეტთან შედარებით, ნაკლებად მავნეს.

„სინამდვილეში მატულობს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ნიკოტინის შემცველი ელექტრონული პროდუქტები ისეთივე მავნებელია, როგორიც ჩვეულებრივი თამბაქოს მოხმარება. ბევრი დამოუკიდებელი კვლევა მიუთითებს, რომ ისინი ფილტვის სხვადასხვაგვარ დაზიანებას და დამოკიდებულებას იწვევენ. ერთგვარი კარიბჭის როლს ასრულებენ, რომლის შემდეგ ადამიანები მარტივად გადადიან სიგარეტის გამოყენებაზე.

როგორც წესი, მათი მარკეტინგული სვლები რეგულაციებს უსხლტება და მეტი საშუალება აქვთ, ახალი პროდუქტები მიმზიდველად და სასურველად წარმოაჩინონ ახალგაზრდისთვის, სწორედ რომ მიზნობრივად ირჩევენ ახალგაზრდას, რათა მოხიბლონ დიზაინით, სუნით, არომატით, სატყუარასავით იტყუებენ ახალ მომხმარებლებს.

თამბაქო იწვევს მძიმე არაგადამდებ დაავადებებს და ნაადრევ სიკვდილს. ეს უკვე ბევრმა გააცნობიერა და მისი პოპულარობაც იკლებს. ინდუსტრია კი ცდილობს ის ახალი პროდუქტით ჩაანაცვლოს და ახალი მომხმარებელი მიიზიდოს, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია მოზარდები. თუ მათ ამ პროდუქტს მიაწოდებენ მიმზიდველი ფორმით, ისინი ებმებიან ამ უხილავ ჯაჭვში. მისგან თავის დაღწევა კი ძალიან ძნელია, სამაგიეროდ ადვილად გადაჰყავს ადამიანი ტრადიციული სიგარეტის მოხმარებაზე“ - ამბობს ნუკა მაღლაკელიძე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის კონსულტანტი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, ელექტროსიგარეტს შეიძლება ეწეროს, რომ ნიკოტონს არ შეიცავს, მაგრამ მასში ნიკოტინის შემცველობა მაინც ფიქსირდებოდეს.

ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით, ზოგიერთი ნივთიერება შეიძლება 90-95%-ითაც კი იყოს შემცირებული, მაგრამ პოტენციურ რისკს წარმოადგენენ არომატები, რომელთა გახურების დროს კანცეროგენური ნივთიერებები წარმოიქმნება.

რაც შეეხება ნიკოტინის ბალიშებს, მათში ნიკოტინის მაღალი კონცენტრაცია (≈50 მგ) ფიქსირდება და ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს.

იხილეთ ვრცლად

გიორგი გასვიანის 4 წლის ვაჟმა საზოგადოება გააოცა მათემატიკური უნარებით და ციური სხეულების ცოდნით (ვიდეო)

რუსუდან! დღეს გალას დაბადების დღეა, 4 წლის გახდა... და რა სამწუხარო გახდა ეს დღე..! - გიორგი გასვიანი
ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ჩემსა და ჩემს ცოლს შორის ამხელა ასაკობრივი სხვაობა იქნებოდა, მაგრამ სიყვარული და გულწრფელი ურთიერთობა ისეთი რამეა, ასაკს საერთოდ შლის - გიორგი გასვიანი