35 წლის წინ გაუჩინარებული გოგონას ამბავი და ფოტო, რომელმაც ყველაფერი ყირაზე დააყენა - მშობლები

35 წლის წინ გაუჩინარებული გოგონას ამბავი და ფოტო, რომელმაც ყველაფერი ყირაზე დააყენა

2026-01-08 12:10:20+04:00

ამბავი, რომელიც 35 წლის წინ მოხდა, დღემდე უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვითაა სავსე. ტარა კალიკო მოულოდნელად, უკვალოდ გაქრა ისე, რომ გოგონას ადგილსამყოფელს ვერავინ ვერსად მიაკვლია. მისი დედა, პატი დოელი, 2006 წელს გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ქალი ყოველდღე შვილის მოგონებით ცხოვრობდა და მას ყველგან ეძებდა...

დღემდე ტარა კალიკოს საქმე მსოფლიო მედიაში განიხილება. გოგონა 19 წლის იყო. როგორც ამბობენ, საოცრად პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული ადამიანი იყო, ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მეორე კურსზე სწავლობდა და საკუთარი განრიგი მკაცრად ჰქონდა გაწერილი. 1988 წლის 20 სექტემბერს, ტარამ, როგორც ყოველთვის, დილით ველოსიპედით გასეირნება დაგეგმა, შემდეგ კი შეყვარებულთან, მარკ მაკკრაკენთან, ჩოგბურთის თამაშს აპირებდა.

tara-kaliko-3-1767860045.jpg
ტარა კალიკო

დილის 9:30 საათზე ტარამ დედას, პეტი დოელის, უთხრა, რომ ველოსიპედით ისეირნებდა, მშობლიურ ქალაქ რიო კომუნიკისეშის გარშემო ივლიდა და შუადღეს სახლში დაბრუნდებოდა. დედა-შვილი ხშირად ველოსიპედით ერთად სეირნობდა, თუმცა, იმ დღეს ტარას დედა არ გაჰყოლია.

პეტიმ შვილს ურჩია, წიწაკის სპრეი წაეღო... ცნობილია ისიც, რომ გოგონამ ველოსიპედზე რამდენჯერმე მუქარის შემცველი წერილები იპოვა. ტარა ამ შეტყობინებებს უგულებელყოფდა და ფიქრობდა, რომ მშობლიურ გარემოში აბსოლუტურად უსაფრთხოდ იყო. იმ დღეს გოგონამ სახლიდან ფირი და კასეტა წაიღო და სასეირნოდ წავიდა.

tara-kaliko-4-1767860065.jpg

როდესაც კალიკო 12:05 საათზე არ გამოჩნდა, დოელიმ იგრძნო, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და შვილის ძებნა დაიწყო. იმ გზას დაადგა, რომელიც მის შვილს უნდა გაევლო, თუმცა გოგონა არსად შეხვედრია. მოგვიანებით ქალმა პოლიციას დაურეკა.

გაირკვა, რომ სტუდენტი ბოლოს 11:45 საათზე ნახეს. თვითმხილველების თქმით, თეთრი პიკაპი დაინახეს, რომელიც ტარას გარკვეული დროის განმავლობაში მიჰყვებოდა. თუმცა, არავინ შესწრებია არც ავარიას და არც გატაცებას. გარდა ამისა, შეუძლებელი იყო იმის დანამდვილებით დადგენა, იყო თუ არა ეს მანქანა კალიკოს გაუჩინარებასთან დაკავშირებული.

ერთი დღის შემდეგ, კასეტა ტარას სახლიდან ორ კილომეტრში იპოვეს. ველოსიპედის საბურავების კვალი ახლოს, გზატკეცილზე ჩანდა. მოგვიანებით, პოლიციამ ქალაქიდან აღმოსავლეთით 30 კილომეტრში კალიკოს ფლეიერის ნაწილები აღმოაჩინა.

tara-kaliko-6-1767860079.jpg

პატი დარწმუნებული იყო, რომ ტარა ცდილობდა, იმ მიმართულებაზე მიენიშნებინა, სადაც გამტაცებლებმა წაიყვანეს.

გოგონას კვალს ვერსად მიაკვლიეს. არც მისი სხვა ნივთები აღმოუჩენიათ სადმე. გამოძიების ვერსიით, ის სახლიდან გაიქცა... დედა ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფდა და ითხოვდა, შვილის მოძებნაში უფრო ეფექტურად დახმარებოდნენ.

ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 1989 წლის 15 ივნისს, ფლორიდის შტატის ქალაქ პორტ-სენტ-ჯოდან ერთმა ქალმა დაინახა გოგონა, რომელსაც ორი მამაკაცი ახლდა თან. მისი თქმით, გოგონა ტარას ძალიან ჰგავდა. მოწმე თვლიდა, რომ კალიკო მათ ბრძანებებს ასრულებდა. მამაკაცების ვინაობა ვერ დაადგინეს.

საინტერესოა, რომ იმავე წლის 15 ივნისს, პორტ-სენტ-ჯოს ავტოსადგომზე ერთადერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება - ფოტოსურათი აღმოაჩინეს. იმ დღეს, ფოტოს აღმოჩენის ადგილას თეთრი ფურგონი იდგა, რომელშიც 30 წლამდე ასაკის ულვაშიანი მამაკაცი იმყოფებოდა. უცნობია, გადმოვარდა თუ არა ფოტო ფურგონიდან. ავტომობილისა და მისი მძღოლის ძებნა უშედეგო აღმოჩნდა...

tara-kaliko-5-1767860096.jpg

პოლაროიდის ფოტოზე გამოსახული იყო გოგონა და ბიჭი. მოზარდები ფურგონში საბანსა და ბალიშებზე წვანან, პირი ლენტით აქვთ აკრული და ხელები ზურგს უკან შეკრული. პეტიმ თავისი ქალიშვილი ფეხზე ნაწიბურით ამოიცნო, რომელიც ტარამ რამდენიმე წლით ადრე ავტოკატასტროფაში მიიღო. ტარას და, მიშელი, ასევე დარწმუნებულია, რომ ფოტოზე გამოსახული გოგონა მისი და იყო.

თუმცა, სამართალდამცავი ორგანოები ასე დარწმუნებულები არ იყვნენ. FBI-მ დაასკვნა, რომ ფოტოზე გამოსახული გოგონა სხვა იყო. ამასობაში, დიდი ბრიტანეთის სკოტლანდ იარდის წარმომადგენლები თვლიდნენ, რომ ეს ტარა იყო. ლოს-ალამოსის ეროვნული ლაბორატორიის ექსპერტებს ზუსტი პასუხის გაცემა არ შეეძლოთ.

საქმე ისაა, რომ კალიკო 1989 წელს 20 წლის იქნებოდა, ფოტოზე გამოსახული გოგონა კი, სულ მცირე, ოთხი წლით უმცროსი ჩანდა.

ფოტოს შემსწავლელი გამომძიებლები დაინტერესდნენ, იყო თუ არა ის დადგმული. პოლიცია გაოგნებული იყო იმ ფაქტით, რომ გოგონას ხელები აშკარად არ ჰქონდა შეკრული; მისი მხრები საკმაოდ მოდუნებული ჩანდა. გარდა ამისა, ბიჭის პირის გარშემო კანი წითელი არ იყო, რაც მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა: ისინი ფოტოსთვის შეკრეს. თუმცა, სამართალდამცავი ორგანოს ზოგიერთი წარმომადგენელი თვლიდა, რომ მოზარდების თვალებში შიში გულწრფელია.

tara-kaliko-7-1767860120.jpg
ტარა კალიკო

ფოტოზე გამოსახული ბიჭის ვინაობა გაურკვეველი რჩება. 1988 წლის 21 აპრილს, 9 წლის მაიკლ ჰენლი ტარას ქალაქთან ახლოს გაუჩინარდა. ბავშვი მამასთან ერთად ზუნის მთებში ნადირობდა, როდესაც მას დაშორდა და უკვალოდ გაქრა. ჰენლის მშობლები თვლიდნენ, რომ მათი შვილი უცნობმა გამტაცებლებმა გაიტაცეს. თუმცა, 1990 წელს მაიკლის ნეშტი მთებში აღმოაჩინეს. გაკვეთამ აჩვენა, რომ ის არავის მოუკლავს. არც ძალადობის კვალი ჩანდა.

ითვლება, რომ ორი მსგავსი ფოტო წლების შემდეგ მონტესიტოში კიდევ იპოვეს. ტარას დედამ ფოტოებით ვერ ამოიცნო, ეს მისი შვილი იყო თუ არა.

2003 წელს მარკ მაკკრაკენი ცოლის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა მან ტარაც მოკლა. ბიჭი გაუჩინარებამდე ტარას ხვდებოდა. თუმცა, გამომძიებლებმა ამ თეორიის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ იპოვეს.

2008 წელს ნიუ-მექსიკოს ვალენსიის ოლქის შერიფმა, რენა რივერამ განაცხადა, რომ თავიდანვე იცოდა, რა დაემართა ტარა კალიკოს. ოფიცერს სჯეროდა, რომ სტუდენტს თეთრი პიკაპით ორი მოზარდი მისდევდა. გარკვეულ მომენტში მოზარდები შემთხვევით გოგონას დაეჯახნენ. პანიკაში მყოფმა ახალგაზრდებმა ის მოკლეს და დამარხეს. რივერამ თქვა, რომ მას დამნაშავეების დასახელება არ შეეძლო, რადგან ცხედრის გარეშე ბრალდებები ცარიელი იქნებოდა.

2009 წელს ქალმა, რომელიც თავს ექსტრასენსად აცხადებდა, გამომძიებლებს განუცხადა, რომ ტარას იცნობდა. ექსტრასენსი ამტკიცებდა, რომ ჰქონდა ხილვა, რომლის მიხედვითაც, კალიკო მოკლეს და კალიფორნიაში, სადღაც დაკრძალეს. ექსტრასენსის მტკიცებები გამოძიებისთვის უსარგებლო აღმოჩნდა.

ასევე, 2009 წელს, პორტ სენტ-ჯოს შერიფმა, დევიდ ბარნსმა, ალბუკერკიდან გამოგზავნილი ორი წერილი მიიღო. კონვერტებში ბიჭის ფოტოები იყო. ეს ფოტოები 1989 წლის ფოტოს ძალიან ჰგავდა ჰგავდა. თუმცა, გამოსახულების ანალიზი კვლავ უშედეგო აღმოჩნდა.

ტარა კალიკოს გაუჩინარების საქმე ღიად რჩება, მაგრამ სამართალდამცავი ორგანოები ფოტოებს მტკიცებულებად აღარ მიიჩნევენ.