როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც ბოლო წლებია ამერიკაში საქმიანობს, თავის აგენტზე, ცნობილ და გავლენიან პროდიუსერ დარენ პრინცზე დაინიშნა. "იმედის დღეში" სტუმრობისას ნუცამ თავის კარიერაზე, სამომავლო გეგმებზე და საქმროზეც ისაუბრა:
- პირველად დამინახა American Idol-ში და თვითონ შემეხმიანა, როგორც აგენტი. მომწერა და ერთ თვეში შევხვდით. რომ გამიცნო, ჩემი ადამიანობა მოეწონა ყველაზე ძალიან და ჩემი ამბავი, რაც მოვუყევი, საიდან დავიწყე და რას მივაღწიე. დააფასა ჩემი ჟინი და მებრძოლი ხასიათი. მისთვის, როგორც აგენტისთვის, ეს მნიშვნელოვანი იყო. რომ ინვესტიციას რაშიც ჩადებს, ამან გაამართლოს. მთავარია, რომ ზარმაცი არ იყო. მოეწონა ჩემი ხასიათი და ისიც, რომ თავადაც მორწმუნე ადამიანია. ებრაელია, მაგრამ მორწმუნე ადამიანია და ჩემშიც რომ დაინახა ეს, და გული... მასაც ძალიან კეთილი გული აქვს. ბევრ რაღაცაში თანხვედრა გვქონდა. ამ შეხვედრის მერე ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო.
ნუცას თქმით, დიდი ხნის შემდეგ მეგობრობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა.
- საქართველო უკვე გაიცნო, აგვისტოში მყავდა. ძალიან მოეწონა დერენს ჩემი მეგობრები და ხალხი საქართველოში. ძალიან გულიანი ადამიანები არიანო. ძალიან მოეწონა ჩვენი სტუმარმასპინძლობა, საჭმელებზე ლაპარაკი აღარ მაქვს.
ნუცამ საქორწილო გეგმებზეც ისაუბრა:
- მე მინდა ორი ქორწილი, აქაც და იქაც. იქაც ბევრი მეგობარი გვყავს და იქიდან აქ ყველა ვერ ჩამოვა. აქედან იქ ყველა ვერ წავა. ორი ქორწილი და ოთხი კაბა მინდა.
როცა ნუცა დარენის წინადადებას დათანხმდა, წერდა:
"მე ვუთხარი „კი“ ჩემს სუპერ აგენტს, საუკეთესო მეგობარს და ახლა... ჩემს მომავალ ქმარს.
დარენი პირველად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როგორც ადამიანი, რომელმაც ჩემი დაიჯერა, როდესაც ამერიკაში ჩემს ყველაზე დიდ ოცნებებს მივყვებოდი. ის არ იყო უბრალოდ აგენტი. ის ჩემი სუპერ აგენტი იყო. მან ყველაფერი გააკეთა, გამიღო კარები, რომლებიც არასდროს მეგონა, რომ გაიღებოდა, და ჩემ გვერდით იდგა ისე, როგორც არავინ! მაგრამ რასაც ვერ ვხედავდი, ის იყო, რომ ის ჩემი ცხოვრების სიყვარული გახდებოდა.

თავიდანვე ჩვენი კავშირი რწმენაზე, ნდობასა და ღვთის სიყვარულზე იყო დაფუძნებული. დროთა განმავლობაში ის ჩემი უსაფრთხო სივრცე გახდა. ის, ვინც სრულად მიგებდა, მაგრძნობინებდა თავს დაცულად, ძვირფასად...
როდესაც ლოს-ანჯელესში გადავედი საცხოვრებლად, ყველაფერი შეიცვალა. ჩვენი მეგობრობა გაღრმავდა და ერთ დღეს მივხვდი, რომ დარენის მიმართ სიყვარული მხოლოდ პროფესიული არ იყო. ეს ყველაფერი იყო და ის ნამდვილი იყო!!!
ვლოცულობდი ასეთ პარტნიორზე. ვინც დედოფალივით მომეპყრობოდა, ჩემს ყოველდღიურობას სინათლეს შემატებდა და მთელი გულით შემიყვარებდა. და ღმერთმა გამომიგზავნა დარენი.
ბედნიერებით ვარ აღსავსე და მოუთმენლად ველი, ქალბატონი პრინცი გავხდე. შენ ჩემი ლოცვა ხარ, რომელიც ასრულდა. სამუდამოდ მიყვარხარ".

55 წლის წარმატებული პროდიუსერი, სპიკერი და წიგნების ავტორი, მილიონერი დარენ პრინცი კი წერდა:
"როგორც ამბობენ, „კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო“. 2 წლის წინ შევხვდი და დავიწყე მასთან მუშაობა, მისი საოცარი შესრულების შემდეგ, როგორც "american idol"-ის ფინალისტთან. ჩვენ მაშინვე დაგვაკავშირა ერთმანეთს ღვთის სიყვარულმა, ცხოვრების წესმა და დროთა განმავლობაში საუკეთესო მეგობრები გავხდით. წელს, როდესაც გადაწყვიტეთ ლოს-ანჯელესში გადასვლა კარიერის გასაგრძელებლად, არც ერთი ჩვენგანი არ ელოდა იმას, რაც ახლა გვაქვს ხელთ... შენ გაქვს ასეთი უზარმაზარი გული, საოცარი შრომისმოყვარეობა, ყოველთვის ბედნიერი ხარ და ძალიან ერთგული. შენი გადამდები ენერგიით ანათებთ ყველა ოთახს, რომელშიც შედიხარ. მაიძულებ, ყველანაირად უკეთესი ადამიანი ვიყო და ჩემთვის პრივილეგიაა შენ გვერდით ყოფნა, როგორც შენი დამცველის და პროფესიული ხელმძღვანელის. მადლობა, რომ თქვი "დიახ" . მოუთმენლად ველი ჩვენს მომავალს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მე ისევ შენი აგენტი ვარ, ასე რომ, მოდი, სუპერვარსკვლავო! მოუთმენლად ველი, როდის შთააგონებ მსოფლიოს კიდევ ბევრ ქალს არა მხოლოდ შენი განსაცვიფრებელი ნიჭით, არამედ ღრმა შინაგანი ძალით. ახლა ვიცით, რომ სწორედ მაშინ იძენს ცხოვრება ახალ აზრს და ყველაფერი გარშემო, როცა შენს გზაზე მოდის ის, რაც შენთვის იყო განკუთვნილი. მიყვარხარ!"

