სასტიკი მკვლელობა კახეთში, მეგობრის ხელით - "ყველაფერი 31 დეკემბერს დაიწყო, როცა ნოდარი მეკვლედ იყო ლევანის ოჯახში... იქ და­ი­წყო კონ­ფლიქ­ტი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე" - მშობლები

სასტიკი მკვლელობა კახეთში, მეგობრის ხელით - "ყველაფერი 31 დეკემბერს დაიწყო, როცა ნოდარი მეკვლედ იყო ლევანის ოჯახში... იქ და­ი­წყო კონ­ფლიქ­ტი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე"

2026-01-09 18:47:00+04:00

მკვლელობა მოხდა გუშინ კახეთში. სოფელ შილდაში 51 წლის კაცმა საკუთარ სახლში მყოფ მეგობარს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

მიღებული დაზიანებებით 48 წლის კაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მოკლული და სავარაუდო ბრალდებული მეგობრები იყვნენ. ერთ-ერთი ვერსიით, მოტივად ეჭვიანობა სახელდება.

  • მოკლული მამაკაცი 48 წლის კაცი ნოდარ ასაბაშვილია, ხოლო ბრალდებული 51 წლის ლევან ჩიტაშვილი.

"ყველაფერი 31 დეკემბრის ღამეს დაიწყო, ასაბაშვილი მეკვლედ იმყოფებოდა მეგობართან. იქ დაიწყო კონფლიქტი ეჭვიანობის ნიადაგზე, ბევრ რამეს ჰყვებიან, ეს ახლა სალაპარაკოც არაა. ნოდარი ანუ მოკლული ნაცემიც ყოფილა, ხელი აქვს მოტეხილი. ანუ იმ ღამეს ჩიტაშვილსა და ასაბაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება ყოფილა.. ამის მერე რამდენიმე დღე გავიდა და გუშინ ჩიტაშვილმა მიაკითხა ასაბაშვილს სახლში და სასტიკად მოკლა, ყელი გამოჭრა" - გვიყვებიან ადგილობრივები. განაგრძეთ კითხვა