თამუნა მუსერიძე სახალისო ვიდეოს აქვეყნებს - როგორ ცეკვავს პატარა ანიკა მამასთან ერთად "აჭარულს", ღამის პირველ საათზე.
როგორც ცნობილია, თამუნას მეუღლე, მსახიობი სანდრო მიკუჩაძე, ასევე არაჩვეულებრივად ცეკვავს. ბოლო პერიოდში კი ცეკვა დაიწყეს თამუნას ქალიშვილებმა - მარიანამ და ანიკა. ანიკა თავიდან შორიდან უყურებდა მარიანას ცეკვას, მერე კი თავადაც შეუერთდა თეა დარჩიას ცეკვის სტუდიას და ახლა ამ დასის ნამდვილი ვარსკვლავია. სოციალურ ქსელში მისი გამოჩენა ყოველთვის ბევრ მოწონებას იმსახურებს და პატარა ასაკის მიუხედავად, დიდი მონდომებით და საკმაოდ კარგად ასრულებს ილეთებს.
თამუნას უფროსი ვაჟი ჰყავს პირველი ქორწინებიდან. ასევე ჰყავს უფროსი შვილი სანდროს.