"ოჯახური ტრიო... თუ მოგწონთ, გავაგრძელებთ" - თამუნა ლეკვეიშვილი ქმარ-შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს - მშობლები

"ოჯახური ტრიო... თუ მოგწონთ, გავაგრძელებთ" - თამუნა ლეკვეიშვილი ქმარ-შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს

2026-01-10 11:14:22+04:00
"Game of Thrones”. ოჯახური ტრიო. თუ მოგწონთ გავაგრძელებთ" - წერს მუსიკოსი და იუმორისტი თამუნა ლეკვეიშვილი და ქმარ-შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.
ბოლო პერიოდში თამუნა ხშირად აქვეყნებდა ქალიშვილ ელენესთან ერთად დაკვრის ვიდეოებს. უფროს ქალიშვილს აშკარად გამოჰყვა დედის მუსიკალური ნიჭიც და ინსტრუმენტის სიყვარულიც. ვიდეოებს დიდი მოწონებით ხვდებიან სოციალურ ქსელში. ახლა კი მათ თამუნას მეუღლე - გიგი ოქროპირიძეც შეუერთდათ.

თამუნა 18 წელზე მეტია დაქორწინებულია გიგი ოქროპირიძეზე. წყვილს სამი შვილი ჰყავს.

472389830-3906266589615501-3099701570314444734-n-1768030327.jpg

მეუღლეზე, შვილებსა და ბოლო წლებში შეცვლილ გარეგნობაზე ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს:

- საქორწილო კაბა არ მცმია. რომეოს და ჯულიეტას გვეძახიან – ჩვენს სიყვარულს კი აცოცხლებს და ახალ-ახალ ბიძგს აძლევს ის, რომ მთლად ჰარმონიული ურთიერთობა არ გვაქვს. ცოტა კამათი და გაბუტვებიც მოსულა, რაც აუცილებლად სჭირდება ორი ადამიანის ურთიერთობას. რაღაცნაირად ახანგრძლივებს მას. კამათი საჭიროა, რომ ძალიან ერთფეროვანი და მოსაწყენი არ იყოს ცხოვრება.

508515967-31289115914008950-4976909658751461245-n-1757094130.jpg

წონაში ორსულობის გამო მოვიმატე. სამი ბავშვი მიყოლებით გავაჩინე. ისე ვრჩებოდი ორსულად, წინა ბავშვის დროს მომატებული წონა არ მქონდა დაკლებული. წონაზე წონა ემატებოდა და საკმაოდ მოვიმატე... მთავარი ის არის, დავიკელი 10 კილო. ეს ჩემი წინანდელი წონის, სიმაღლის მქონე ადამიანისთვის ცოტა არ არის. წონის დაკლებამ სახეზეც შემცვალა. ყველაფერი კი ასე დაიწყო - სექტემბრის ბოლოს გადავწყვიტე, რომ საახალწლოდ მინუს 10 კილოგრამი ვყოფილიყავი. მიზნად დავისახე და შევასრულე... კონსულტაცია არსად და არავისთან გამივლია, დიეტა თვითონ გამოვიგონე. დიეტაც არ არის, ფაქტობრივად, ვშიმშილობდი... შაბათ-კვირის გარდა, ჩემი საკვები რამდენიმე თვის განმავლობაში, ყავა, შოკოლადი, თხილი და ყველი იყო. უქმეებზე ასე თუ ისე სხვა საკვებსაც ვჭამდი, სახლში ვარ, ბავშვებს საჭმელს მე ვუმზადებ და ამ დროს მარტო თხილის ჭამა არ გამომდის... ამასთან, ნოემბერში ცხოვრებაში პირველად, ძალიან ცოტა, სულ ერთი გრამი ფილერი გამოვიყენე ცხვირისა და ტუჩის არეში. ფაქტობრივად, უკვე გაილია კიდეც, მაგრამ ძალიან შემცვალა. ვნახოთ, შეიძლება ამ მეთოდს ისევ მივმართო.

tam-1678522723.jpg

შვილებთან ერთად დედიკო არის იმ ასაკის, რამხელებიც ჩემი შვილები არიან. გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მიწევს მათი ღამე, ძილის წინ ნახვა და დილას, სკოლისთვის რომ ვამზადებ. შაბათ-კვირა კი ვცდილობ, მათთან ერთად ვიყო და რაღაცნაირად შევავსო ბავშვებთან ურთიერთობის დეფიციტი. უყვართ ჩემ მიერ მომზადებული კერძები. ამბობენ, რომ გემრიელი გამომდის.