ილია თოფურიამ ყოფილ მეუღლესთან პირველი სასამართლო ბრძოლა მოიგო - "4 თვეა შვი­ლი არ მი­ნა­ხავს... მე ჩემი სი­მარ­თლის მჯე­რა. ჩემი პრი­ო­რი­ტე­ტი ჩემი შვი­ლე­ბი არი­ან..." - მშობლები

ილია თოფურიამ ყოფილ მეუღლესთან პირველი სასამართლო ბრძოლა მოიგო - "4 თვეა შვი­ლი არ მი­ნა­ხავს... მე ჩემი სი­მარ­თლის მჯე­რა. ჩემი პრი­ო­რი­ტე­ტი ჩემი შვი­ლე­ბი არი­ან..."

2026-01-10 13:08:42+04:00

მადრიდის სასამართლოში UFC-ის ორგზის ჩემპიონისა და ქართველი გულშემატკივრების ფავორიტის,ილია თოფურიასადა მისი ყოფილი მეუღლის, ვენესუელელი ბიზნესვუმენის,ჯორჯინა უზკატეგისდაპირისპირება ახალ ფაზაში შევიდა. "მატადორმა" პირველი სამართლებრივი გამარჯვება უკვე მოიპოვა - მოსტოლესის სასამართლომ სრულად უარყო უზკატეგის მოთხოვნა, რომელიც მათი საერთო შვილის აშშ-ში წაყვანას ითხოვდა.

სასამართლოს გადაწყვეტილება: ბავშვი ესპანეთს ვერ დატოვებს

სასამართლო დავა, რომელიც 7 იანვარს გაიმართა, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ჯორჯინა უზკატეგი მოსამართლისგან ითხოვდა ნებართვას, რომ მათ წლინახევრის ქალიშვილთან ერთად მაიამიში (აშშ) გამგზავრებულიყო. თუმცა, მოსამართლემ დააკმაყოფილა თოფურიას მხარის მოთხოვნა და ბავშვს ესპანეთის ტერიტორიის დატოვება აუკრძალა. გადაწყვეტილების მიხედვით, მცირეწლოვანი გოგონა, რომელიც 2024 წლის ივლისში დაიბადა, ვერ გავა ქვეყნიდან მოსამართლის ექსკლუზიური ნებართვისა და მეურვეობის საბოლოო შეთანხმების გარეშე.

საეჭვო ვადები და წინასწარ ნაყიდი ბილეთები – ილიას ადვოკატების მთავარი არგუმენტი

საქმეში გამოიკვეთა ერთი სკანდალური დეტალი, რომელმაც შესაძლოა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გადამწყვეტი გავლენა იქონია:

როგორც გამოცემა ABC იუწყება, თოფურიას დაცვის მხარემ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულება, რომ ბილეთები მაიამის მიმართულებით ჯორჯინას მიერ შეძენილი იყო მანამ, სანამ ის სამართალდამცავებს მიმართავდა. სწორედ ამიტომ, სპორტსმენის გარემოცვა მიიჩნევს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი სტრატეგია ბავშვის აშშ-ში საცხოვრებლად გადასაყვანად.

რატომ უწევს თოფურიას "ქალთა მიმართ ძალადობის სასამართლოში" სიარული? განაგრძეთ კითხვა