"მის ყოველ მოძრაობაში, საკუთარი თავის ნაწილს ვხედავ. მგავს?" - წერს მომღერალი თიკა ჯამბურია და ქალიშვილთან - ნინა ხოფერიასთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. ნინა ნამდვილად ჰგავს დედას.
თიკა და ნინა ძალიან მეგობრობენ და თიკა ხშირად აღნიშნავს, რომ ხანდახან ნინა უფრო ჰგავს დედას, რადგან მას შენიშვნებს აძლევს ხოლმე.


ნინა თიკა ჯამბურიას ბიზნესმენ ბექა ხოფერიასთან ქორწინებისას ეყოლა. წყვილი მალე დაშორდა ერთმანეთს, თუმცა ნინას აქტიური ურთიერთობა აქვს მამასთან. თიკა და ნინა ბექა ხოფერიას ქორწილსაც დაესწრნენ იტალიაში.

თიკა ასევე მეგობრობს კვლავ ყოფილ დედამთილთან - პოლიტიკოს ხათუნა ხოფერიასთან, რომელიც ნინას ცხოვრებაშიც ჩართულია. "რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრების განმავლობაში, რა გზაზეც არ უნდა წავიდეს ხათუნა და რა გზაზეც არ უნდა წავიდე მე, ვერასოდეს "გადავახტები" ჩვენს პატივისცემას, ჩვენს ურთიერთობასა და სიყვარულს. ხათუნა არის ისეთი ბებია და ჩემი შვილი ისე უყვარს, ეს არის ჩემთვის მთავარი. ჩვენი სიყვარულის ამომავალი წერტილი ეს არის. ხათუნას, როგორც ქალს, ძალიან ვაფასებ. უძლიერესი ქალია. ჩემთვის, სამაგალითოა. შეიძლება ითქვას, რომ დედასავით მიყვარს. ჩემი მეორე დედაა. დღე არ გადის, რომ ერთმანეთთან კონტაქტი არ გვქონდეს." - ამბობს თიკა ჯამბურია.
პირველ რიგში მომღერალს ბოლო წლებში რამდენიმე სერიოზული გამოწვევაც ჰქონდა, რომლებიც წარმატებით გადალახა. მოიგო ხანგრძლივი ბრძოლა წონასთან.

შემდეგ ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები. მისი მონათხრობის თანახმად, ცოტა ხნის წინ მელანომის დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. თიკას თქმით, ეს განსაცდელი გადალახა და ის იარაც შეიყვარა, რომელიც ხელზე დარჩა.
შემდეგ კი "მასტერშეფში" გამოვიდა და საზოგადოების წინაშე წარდგა, როგორც კულინარი. ეს პროექტი გამარჯვებით დაასრულა და მოგვიანებით საკუთარი კაფეც გახსნა.
