მერაბ დვალიშვილმა დაბადების დღე საქართველოში აღნიშნა - ცნობილი მებრძოლი 35 წლის გახდა (ვიდეო) - მშობლები

მერაბ დვალიშვილმა დაბადების დღე საქართველოში აღნიშნა - ცნობილი მებრძოლი 35 წლის გახდა (ვიდეო)

2026-01-11 11:34:12+04:00

როგორც ცნობილია, მერაბ დვალიშვილი თავის მეგობართან, ცნობილ ინფლუენსერ ნინა დრამასთან ერთად საქართველოში იმყოფება. აქვე აღნიშნა თავისი 35-ე დაბადების დღე, ოჯახის წევრების, მეგობრებისა და გულშემატკივრების გარემოცვაში.

thank-you-everyone-for-best-birthday-wishes-2-1768117242.jpgthank-you-everyone-for-best-birthday-wishes-1-1768117241.jpg

thank-you-everyone-for-best-birthday-wishes-1768117242.jpg

ჩემპიონი

მერაბ დვალიშვილი ქართველი შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლია, რომელიც ამჟამად იბრძვის აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC). UFC-ის ზემსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი. 2025 წლის პირველი ივლისის მონაცემებით, UFC-ის მამაკაცთა შორის pound-for-pound რეიტინგში მე-8 ადგილზეა.[

დაიბადა ვანში, 1991 წლის 10 იანვარს. ვანის რაიონის სოფელ სულორში იზრდებოდა, სწავლობდა სულორის საშუალო სკოლაში, მოგვიანებით სწავლა განაგრძო თბილისში. ახალგაზრდულ ასაკში დაიწყო ვარჯიში ქართულ ჭიდაობაში, სამბოსა და ძიუდოში. მერაბი შეერთებულ შტატებში 21 წლის ასაკში გადავიდა საცხოვრებლად, რათა გამხდარიყო MMA-ს მებრძოლი და ვარჯიში რეი ლონგოსა და მეტ სერას ხელმძღვანელობით დაიწყო. ვარჯიშის პარალელურად, მშენებლობებზე მუშაობდა.

2019 წელს დვალიშვილმა სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე, 68 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა.

UFCმისი დებიუტი UFC-ში 2017 წლის 9 დეკემბერს შედგა. დღეს მერაბი მსოფლიოში ცნობილი მებრძოლია.