რამდენიმე დღის წინ პროდიუსერის და ტელეწამყვანის ნოე სულაბერიძის დაბადების დღე იყო. ეს დღე მან ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნა. კადრებს მისი მეუღლე ჯანეტ ქერდიყოშვილი აქვეყნებს.





ცოტა ხნის წინ ჯანეტმა ვრცელ ინტერვიუში აღნიშნა:
- ახლა რომ ვაანალიზებ ჩემს ცხოვრებას, ვხვდები, რომ აი, რამდენი რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი მქონდა, კარგი თუ ცუდი, მაგრამ ფასი არაფერს აქვს მას მერე, რაც შევუღლდი და მეყოლა ბავშვები. მთელი ჩემი გააზრებული ცხოვრება ვოცნებობდი, რომ მყოლოდა თბილი, მყუდრო, ქართული ოჯახი, რომელიც დღეს მაქვს და მადლობა ღმერთს, რომ ასეა. ჩემთვის ამას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა. დღეს მე ვარ სავსე და ბედნიერი, რომ მყავს ასეთი მეუღლე და ორი პატარა.