15 წლის ბიჭის ცხედარი იმდენად ცუდ მდგომარეობაში იყო, რომ ვინაობის დასადგენად დნმ-ის ტესტირება გახდა საჭირო... - ირანში საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა და დაპატიმრებულთა შორის არაერთი არასრულწლოვანია... - მშობლები

15 წლის ბიჭის ცხედარი იმდენად ცუდ მდგომარეობაში იყო, რომ ვინაობის დასადგენად დნმ-ის ტესტირება გახდა საჭირო... - ირანში საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა და დაპატიმრებულთა შორის არაერთი არასრულწლოვანია...

2026-01-11 19:49:12+04:00

ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. ქვეყნის საავადმყოფოების თანამშრომლები BBC-სთან ამბობენ, რომ მათი კლინიკები გარდაცვლილი და დაშავებული ადამიანებით გაივსო. ერთ-ერთი ექიმის თქმით, ახალგაზრდებს პირდაპირ თავში და გულში ესროდნენ.

ირანში გამართული საპროტესტო აქციების დროს უსაფრთხოების ძალების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქიდან სულ მცირე ექვსი 18 წლამდე ასაკის ბავშვია. დაღუპულთა რეალური რიცხვი უფრო მაღალია, რადგან ვინაობის დადასტურება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ხელისუფლებამ დააშინა და ზეწოლა მოახდინა მსხვერპლთა ზოგიერთ ოჯახზე, რათა ისინი გაეჩუმებინათ და ხელი შეეშალათ საჯარო გლოვისა და დაკრძალვის ცერემონიებისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში კი უარი თქვა დაღუპულთა ცხედრების გაცემაზე. ასობით არასრულწლოვანი უკანონოდ და ძალადობრივად დააკავეს ქალაქებში, მათ შორის ჰარსინში, კერმანშაჰის პროვინციაში, ასევე კოჰგილუიესა და ბოიერ-აჰმადის პროვინციებში. დაკავებული მოზარდების ადგილსამყოფელი უცნობია. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი არასრულწლოვანთა დაკავების ცენტრებში გადაიყვანეს, ზოგი კი რამდენიმე დღის შემდეგ გაათავისუფლეს.

at-least-six-children-under-the-age-of-18-are-among-the-27-civilians-who-have-been-killed-by-sec-1-1768148074.jpg

ირანის ხელისუფლებამ გაამკაცრა ძალადობრივი ზომები 28 დეკემბერს დაწყებული საპროტესტო აქციებისა და გაფიცვების წინააღმდეგ. განურჩევლად ესროდნენ მომიტინგეებს საბრძოლო მასალებიდან, მოკლეს ათობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები, დააკავეს ათასობით ადამიანი და ძალადობრივი თავდასხმა განახორციელეს საავადმყოფოებზე დაჭრილების დასაკავებლად, რაც საერთაშორისო სამართლის მიხედვით აკრძალულია.

ერთ-ერთი პირველი გარდაცვლილი მოზარდი, რომლის შესახებად შეიტყო საზოგადოებამ, 17 წლის მომიტინგე რეზა მორადია,ლორესტანის პროვინციის ქალაქ აზნადან. ის ორშაბათს საავადმყოფოში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც დასავლეთ ირანში გამართული დემონსტრაციების დროს უსაფრთხოების ძალებმა ესროლეს, განუცხადა Iran International-ს ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ.

reza-moradi1-1768148074.jpg

წყარომ Iran International-ს განუცხადა, რომ რეზა უსაფრთხოების ძალებმა 2026 წლის 1 იანვარს, ხუთშაბათს, აზნას ცენტრალური პოლიციის განყოფილების წინ გამართული საპროტესტო აქციების დროს ესროლეს. მას ორი ტყვია მოხვდა, ერთი - თავში, მეორე კი ტანის ქვედა ნაწილში.

დაჭრის შემდეგ, ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა ის ალიგუდარზში, ვალიანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. წყაროს ცნობით, საავადმყოფო მკაცრი დაცვის ქვეშ იმყოფებოდა და ვიზიტები არ იყო დაშვებული. მხოლოდ ერთხელ, დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, რეზას დედას მისი სულ მცირე ხნით ნახვის უფლება მიეცა. წყაროს ცნობით, რეზა საავადმყოფოში ორშაბათს, ადგილობრივი დროით, დაახლოებით დილის 10 საათზე გარდაიცვალა.

რეზა უბრალო მუშის ოჯახიდან იყო. თავადაც უკვე მუშაობდა.ის სპორტით, განსაკუთრებით ჭიდაობით იყო დაინტერესებული. რაც შეეხება საპროტესტო აქციებში ჩართვის მოტივებს, წყაროს თქმით, ეს „სიღარიბით, გაჭირვებით და ფასების ზრდით“ იყო გამოწვეული.

th-sthe-v1308x687-box-001306687-1768148074.webp

აქციებზე მოკლული კიდევ ერთი მოზარდი 15 წლის ტაჰა საფარი იყო. IranWire-ის ცნობით, ირანის უსაფრთხოების ძალებმა უარი თქვეს აზნაში გამართული საპროტესტო აქციების დროს მოკლული ტაჰა საფარის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემაზე.

ტაჰა ფარსის პროვინციის კამფირუზის რაიონის სოფელ პალანგარიდან იყო. ის 2025 წლის 31 დეკემბერს გამართული დემონსტრაციების დროს მოკლეს.ადგილობრივმა წყარომ IranWire-ს განუცხადა, რომ ტაჰას მამა, რომელიც პალანგარში ცხოვრობს, შვილის ცხედრის წამოსაღებად აზნაში ჩავიდა.თუმცა, უსაფრთხოების ძალებმა ოჯახს ხელი შეუშალეს, ახსნა-განმარტების გარეშე.

წყაროს თქმით, ცხედარი იმდენად ცუდ მდგომარეობაში იყო, რომ ტაჰას ვინაობის დასადასტურებლად დნმ-ის ტესტირება გახდა საჭირო.

2026 წლის 3 იანვრის, შაბათის დილით, დაზვერვის სამინისტროს აგენტები სამი მანქანით თავად მივიდნენ ტაჰას დედის სახლში აზნაშიი, ტაჰას ცხედრით.მათ გააფრთხილეს ოჯახი, რომ ტაჰა უნდა დაკრძალულიყო ყოველგვარი საჯარო ცერემონიისა და განცხადების გარეშე.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ტაჰა საფარი უსაფრთხოების ძალებმა ესროლეს და მოკლეს.თუმცა, ოჯახთან დაახლოებული წყაროები ახლა ამბობენ, რომ ის დაჭრილი იყო და სროლის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში ცოცხალი დარჩა, სანამ უსაფრთხოების ძალები დააკავებდნენ. მათი თქმით, ის საავადმყოფოში მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ გადაიყვანეს.