რა მოხდა საბჭოთა ბანაკში 1960 წელს და როგორ გააქრეს 30-მდე დაღუპული ბავშვი? - საზარელი საიდუმლო, რომელიც მხოლოდ წლების შემდეგ გამჟღავნდა - მშობლები

რა მოხდა საბჭოთა ბანაკში 1960 წელს და როგორ გააქრეს 30-მდე დაღუპული ბავშვი? - საზარელი საიდუმლო, რომელიც მხოლოდ წლების შემდეგ გამჟღავნდა

2026-01-13 15:37:19+04:00

1960 წლის ზაფხულში, თითქმის, სამასი ბავშვი, მასწავლებლების მეთვალყურეობით, ლუკოვოს ტბისკენ გაემართა, რომ დრო სასიამოვნოდ გაეტარებინათ. პიკნიკის მოწყობასა და ბანაკში გართობას აპირებდნენ, მაგრამ გასეირნება დიდ ტრაგედიად გადაიქცა. ამბავი იმდენად ტრაგიკული აღმოჩნდა, რომ მრავალი წლის განმავლობაში ამაზე საუბარი სასტიკად აკრძალული იყო...

ნოგინსკის ოლქში ერთი პატარა ტბაა, რომელსაც ლუკოვოს ტბა ჰქვია. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობა წყლის შუაგულში მდებარე პატარა კუნძულია. საბჭოთა ეპოქაში სწორედ ამ მიწის ნაკვეთზე პიონერთა ბანაკი აშენდა. მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლების შვილებს ზაფხულის არდადეგებზე იქ აგზავნიდნენ. ბევრი მშობლისთვის ტბაზე მოგზაურობა ერთგვარ ჯილდოს წარმოადგენდა: ეს ადგილი მშვიდ და სამაგალითო ტერიტორიად ითვლებოდა. ყოველ ზაფხულს იქ ყველა ასაკის ბავშვი მიდიოდა.

banaki-2-1768201782.jpg
ლუკოვოს ტბა, ნოგინსკის ოლქი.

ისინი ხის სახლებში ცხოვრობდნენ, სხვადასხვა აქტივობაში ერთვებოდნენ, საღამოს კოცონს ანთებდნენ, ვარჯიშობდნენ. ბევრი ბავშვი ოჯახიდან შორს სწორედ ამ ადგილზე მიდიოდა პირველად და საინტერესო გამოცდილებას იღებდა. კუნძულზე ცხოვრება, ერთი შეხედვით, სრულად დაგეგმილი და გაწერილი იყო. ბავშვები დილით უნდა შეკრებილიყვნენ, შუადღეს ცურვას უთმობდნენ დროს, საღამოს თამაშობდნენ. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს სიმშვიდე ერთ დღეს ისე დაინგრეოდა, რომ წლების განმავლობაში ამაზე ვეღარავინ ისაუბრებდა.

banaki-3-1768201793.jpg
ბანაკის მონაწილეები

ზოგი ამტკიცებდა, რომ ყველაფერი ქარიშხლის გამო მოხდა, ზოგი ბანაკის არასწორად ფუნქციონირებასა და გაუმართაობაზე საუბრობდა. ტრაგედიის შემდეგ, შეკრიბეს კომისიები, შეადგინეს ანგარიშები, დადეს ხელმოწერები და ეს ყველაფერი სრულად გასაიდუმლოებული გახდა. დოკუმენტები არქივებში გადაიტანეს და ყველანაირად ეცადნენ, ბანაკის არსებობა ადამიანების მეხსიერებიდან სამუდამოდ გაექროთ...

banaki-4-1768201808.jpg
ბანაკის მონაწილეები, 1960 წლის ზაფხული

...შემთხვევა 1960 წლის 10 ივნისს მოხდა. ახალგაზრდა პიონერების პირველი ცვლა შეიკრიბა. ბავშვების ასაკი 10 წელზე ნაკლები იყო. ისინი ტბის პირას სეირნობდნენ. მასწავლებელი მარია ზინოვიევა მათ გვერდით იყო. ბავშვებს ჩრდილში მოსასვენებლად ხიდი უნდა გადაევლოთ. თუმცა, ნაპირთან ორი კატამარანი გამოჩნდა და გადაწყვიტეს, მეორე მხარეს სწორედ ამ გზით გადასულიყვნენ. ბორტზე, დაახლოებით, 30 ბავშვი ავიდა. მათ შორის, მასწავლებელიც იყო. ნავმისადგომიდან ოცდაათ მეტრზე კატამარანი გაფუჭდა და რამდენიმე წამში მგზავრები წყალში გადაცვივდნენ. ის, რაც შემდეგ მოხდა, დღემდე კამათის საგანია. თუმცა, თვითმხილველების ჩვენებების საფუძველზე, ორი ვერსია გაჩნდა, ერთი მეორეზე უფრო საშინელი.

banaki-5-1768201819.jpg
ხახვის ტბა

პირველი თეორია ბავშვების დაუდევრობასა და პანიკაზე მიუთითებს. სანამ მამაკაცი ძრავის ჩართვას ცდილობდა, ბავშვები ცუდად იქცეოდნენ: წყალს ასხამდნენ, ერთმანეთს, ზოგს ეშინოდა და ამ პანიკის საფუძველზე, ნავის ერთ მხარეს კონცენტრირებულმა წონამ მკვეთრი დახრა გამოიწვია, გემბანი გადაიხარა და უფროსები და ბავშვები წყალში აღმოჩნდნენ. სიტუაცია რამდენიმე წამში უმართავი გახდა, ბავშვები იხრჩობოდნენ, ვისაც ცურვა შეეძლო, გზას შიშის ფონზე, ვერც ის აგრძელებდა.

banaki-6-1768201830.jpg
ივნისის ერთი ზაფხულის დღე ბანაკში

მეორე ვერსია უფრო ტრაგიკულია. როგორც ამბობენ, მძღოლმა შემთხვევით ახლოს მჯდომ გოგონას ხელი გაარტყა და ბავშვი წყალში გადავარდა. მასწავლებელი მის დასახმარებლად წყალში გადახტა. ამან სრული პანიკა და ქაოსი გამოიწვია და საბოლოოდ ორი ზრდასრული და 26 ბავშვი დაიღუპა...

banaki-7-1768201842.jpg
კატამარანის მოგზაურობა ტრაგედიით დასრულდა

მეთევზეებმა და ახლომდებარე სოფლის მაცხოვრებლებმა ყვირილის ხმა მალევე გაიგეს. ზოგი ნავით გაიქცა, ზოგი თოკებით. მალევე სასწრაფო დახმარების მანქანები, პოლიციელები, მაშველები და მშობლები მივიდნენ, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ეს ამბავი, რა თქმა უნდა, ყველა მშობლის განსაკუთრებული ტკივილი იყო, მაგრამ მათ გაჩუმება აიძულეს და ამბავი დაფარეს. ტრაგედიის შესახებ ფართო მასებისთვის მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გახდა ცნობილი.

73 წლის წინ საბჭოთა კავშირში მომხდარ ცუნამს 8000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თუმცა ინფორმაცია გაასაიდუმლოეს - დამანგრეველი კატასტროფის დეტალები
ის მესამე ქალი იყო, ვინც საბჭოთა კავშირში სიკვდილით დასაჯეს... - გავლენიან პირებთან მეგობრობით და საიდუმლო შეხვედრებით გამდიდრებული რკინის ბელას აღსასრული