საახალწლო დღესასწაულები დასასრულისკენ მიდის და ნაძვის ხის აღების დრო დგება.როდის ჯობს მისი აღება? სინამდვილეში არსებობს ტრადიციები და რწმენები, რომლებიც ამ თემას უკავშირდება და, როგორც ამბობენ, ნაძვის ხის დროულად აღება სახლს ბედნიერებასა და კეთილდღეობასაც მოუტანს.
საქართველოში და ზოგადად მართლმადიდებლურ სივრცეში მიღებულია, რომ ნაძვის ხე ახალი წლის წინა დღეებში იდგმება. მის აღებასთან კი რამდენიმე გავრცელებული ტრადიცია და ხალხური რწმენა არის დაკავშირებული.
ძველი ახალი წელი ნაძვის ხე უნდა დარჩეს ძველ ახალ წლამდე — რომელიც 13-დან 14 იანვრის ღამეს აღინიშნება. არსებობს რწმენა, რომ თუ ნაძვის ხე ამ თარიღამდე დგას, მომდევნო 12 თვე ოჯახს იღბალს მოუტანს.
ნათლისღება — ნაძვის ხის დატოვება 19 იანვრამდე. ითვლება, რომ ნათლისღებით სრულდება შობისა და სადღესასწაულო დღეების პერიოდი და ამასთან ერთად მთავრდება ის განსაკუთრებული ატმოსფეროც, რომელსაც ნაძვის ხე ქმნის. თუმცა, სასულიერო პირების თქმით, ნაძვის ხეს ეკლესიური და რელიგიური დატვირთვა არ გააჩნია, შესაბამისად, არც ნათლისღება არაფერ შუაშია მის დადგმასა და აღებასთან.
2026 წელს ნაძვის ხის აღებისთვის ოპტიმალურ პერიოდად შეიძლება ჩაითვალოს 14-დან 19 იანვრამდე დრო. ამასთან, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც თქვენი სურვილი და ნაძვის ხის მდგომარეობაა. თუ ცოცხალი ხე გიდგათ, რომელიც უკვე აშკარად შრება და იფშვნება, ნუ აიძულებთ საკუთარ თავს მის დატოვებას მხოლოდ თარიღის გამო.
ნაძვის ხის აღებას ზედმეტი ფანატიზმით ნუ მიუდგებით. მნიშვნელოვანია არა კონკრეტული დღე, არამედ თქვენი განწყობა.
შეგიძლიათ საკუთარი ტრადიცია შექმნათ — აირჩიოთ თქვენთვის სასურველი დღე, როცა ნაძვის ხეს გაიტანთ და სადღესასწაულო დეკორაციებს შეინახავთ. ეს შეიძლება გადაიქცეს ოჯახურ რიტუალად, რომელიც თბილ მოგონებებსა და კეთილ სურვილებს უკავშირდება.
როცა საბოლოოდ გადაწყვეტთ ნაძვის ხის აღებას, გაიხსენეთ ყველაფერი კარგი, რაც გასულ წელს მოხდა, და მადლობა გადაუხადეთ ამისთვის. ნუ გადააქცევთ ამ პროცესს რუტინად ან უსიამოვნო მოვალეობად. პირიქით — შეეცადეთ, ახალი წელი დადებითი ემოციებით „დატვირთოთ“, რათა ის უფრო წარმატებული და მშვიდი იყოს.