სკოლებში სასწავლო პროცესი 15 იანვრიდან განახლდება. მეორე სემესტრში კი შემდეგი უქმე დღეებია:
საგაზაფხულო არდადეგები ოფიციალურად 8 მარტიდან დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
წელს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომას 12 აპრილს აღნიშნავს. ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე.შესაბამისად, მოსწავლეები 10 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.
2025-2026 სასწავლო წელი ოფიციალურად 15 ივნისს მთავრდება. თუმცა, მე-12 კლასი 20 მაისს, პირველი კლასი კი - 27 მაისს დაასრულებს სწავლას.