ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის - მშობლები

ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

2026-01-12 14:03:41+04:00
ალტე უნივერსიტეტისაერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერებას აგრძელებს -ბიზნესის ადმინისტრირებისპროგრამების სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, სწავლა განაგრძონ საფრანგეთის ერთ-ერთ წამყვან ბიზნეს სკოლაში,MBS School of Business in Montpellier, ფრანგული დიპლომის მიღების პერსპექტივით.

მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა დამატებით სასწავლო წელს არ ითვალისწინებს: სტუდენტს ეთვლება და სრულად უღიარდება ალტე უნივერსიტეტში განვლილი წლები და დაგროვებული ECTS კრედიტები.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს.

უფრო დეტალურად:

  1. საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის კონკურსში ჩართვა შესაძლებელია როგორც მეორე, ისე მესამე წლიდან. სტუდენტი სწავლას განაგრძობს საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე (BIBA) და წარმატებით დასრულების შემთხვევაში, იღებს შესაბამის დიპლომს, რომელიც აღიარებულია საფრანგეთის სახელმწიფოს მიერ;
  2. სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს კი მეორე კურსიდან ექნებათ შესაძლებლობა, სწავლა გააგრძელონ მონპელიეს ბიზნეს სკოლის სხვადასხვა MSc პროგრამაზე, მათ შორის: Finance, Digital Marketing, AI for Business, Supply Chain Management და სხვა.

გასათვალისწინებელია, რომMBS-ში სწავლების ძირითადი ენა არის ინგლისური. სტუდენტებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, სწავლების პერიოდში დაესწრონ ფრანგული ენის კურსებს.

პროგრამის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა შეღავათიანი პირობები ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის - გაუქმებულია განაცხადის საფასური, ხოლო სწავლების საფასური სპეციალური ტარიფით განისაზღვრება.

პროგრამა ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთვის.საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის სწავლების პირველ ორ წელს მოქმედებს ალტე უნივერსიტეტის სტანდარტული სწავლის საფასური - 2,250 ლარი. მესამე წელს, სწავლის გაგრძელების შემთხვევაში MBS-ში, სტუდენტები ავტომატურად მიიღებენ 2,500 ევროს ოდენობის ფინანსურ მხარდაჭერას და სტანდარტული 13,000 ევროს ნაცვლად 10,500 ევროს გადაიხდიან.

აღნიშნული პირობები მოქმედებსსამაგისტრო პროგრამისსტუდენტებისთვისაც - პირველ წელს სწავლა მიმდინარეობს ალტე უნივერსიტეტის სტანდარტული ტარიფით - 2900 ლარი, ხოლო მონპელიეს ბიზნეს სკოლაში ბოლო წლის გაგრძელების შემთხვევაში, სტუდენტები იღებენ 2500 ევროს დაფინანსებას და სტანდარტული 17 200 ევროს ნაცვლად 14 700 ევროს გადაიხდიან.

სტუდენტების შერჩევის წესები:

სტუდენტების შერჩევა კონკურსის საფუძველზე განხორციელდება და მოიცავს აკადემიური მოსწრების (GPA) შეფასებას, ინგლისური ენის ცოდნის დადასტურებას (IELTS, TOEFL, Cambridge ან ექვივალენტი; ზოგ შემთხვევაში - MBS-ის შიდა ტესტი), ონლაინ განაცხადის შევსებასა და ინდივიდუალურ ინტერვიუს.

საფრანგეთში სწავლის პერიოდში MBS სტუდენტებს უზრუნველყოფს ადმინისტრაციული მხარდაჭერით - მათ შორის ვიზის, რეგისტრაციისა და საბანკო საკითხების მიმართულებით, ასევე ეხმარება საცხოვრებლის მოძიებაში და სთავაზობს სტუდენტურ სერვისებსა და კონსულტაციებს. საცხოვრებელი და ყოველდღიური ცხოვრების ხარჯები სტუდენტის პასუხისმგებლობაა.

ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი დავით კიკვიძე პარტნიორობის მნიშვნელობასა და სტუდენტებისთვის შექმნილ ახალ შესაძლებლობას აფასებს:

„MBS-თან თანამშრომლობა ჩვენი ბიზნესის სკოლის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს პროგრამა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ევროპული სტანდარტის განათლება საერთაშორისო აკადემიურ გარემოში და მოემზადონ იმ პროფესიული გამოწვევებისთვის, რომლებიც მათ საერთაშორისო შრომის ბაზარზე ელოდებათ“.

პარტნიორობა პირდაპირ ეხმიანება ალტე უნივერსიტეტის სტრატეგიულ მიზანს - სტუდენტებს შესთავაზოს მრავალფეროვანი საერთაშორისო შესაძლებლობები და ევროპული ხარისხის განათლება. მსგავსი თანამშრომლობები სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და რეალური საფუძველი შექმნან კარიერული წარმატებისთვის როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ბიზნესის სკოლის პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:ბიზნეს ადმინისტრირება - საბაკალავრო პროგრამა

წინასწარი რეგისტრაცია ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის საბაკალავრო პროგრამაზე მიმდინარეობს ბმულზე:https://shorturl.at/Wl97o

R